13-წლამდელბს ბურთი, მოედანი და ყურადღება არ აკლიათ

13-წლამდელბს ბურთი, მოედანი და ყურადღება არ აკლიათ

 13–წლამდელთ ჩემპიონატს განსაკუთრებული ყურადღება რომ ექცევა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ტურნირის ორანიზატორ კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთნ ერთად დღეს „დინამოს“ ბაზაზე სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი მუშაკებიც მოვიდნენ. ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების ყურადღება იმითაა გამოწვეული, რომ ეს ასაკია (1999 წელს დაბადებულები), რომლის წარმომადენლებმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ახალაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კალათბურთში საქართელოს სახელი უნდა დაიცვან.
„დინამოს“ ბაზაზე დღეს 3 მატჩი გაიმართა, რომლებიც სათანადოდ დაძაბულები ვერ გამოდგა. ყველაზე საინტერესო „კარდინალისა“ და თბილისის სახელმწიფო სანედცინო უნივერსიტეტის გუნდს შორის გამართული შეხვედრა გამოდა, რომლის პირველი ტაიმიც მეტად ქულაძუნწი გამოდგა. საწყისი მეოთხედის 6:3 მოგების შემდეგ „კარდინალმა“ „მედიკოსებს“ მეორე მეოთხედი 7:4 მოუგო. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის მეტად დაბალი ანგარიში – 13:7 დაფიქსირდა. მეორე ტაიმში კარდინალებმა კიდევ უფრო მოიწადინეს და ადამწყვეტი ათწუთეულის წინ დამაჯერებეი უპირატესობა მოიპოვეს – 29:15. მოპოვებული ლიდერობა ზვიად დიდბარიძის უნდმა ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ საწადელსაც მიაღწია.
კარდინალებს აღიარებულმა ბომბარდირმა – ნიკა ყირიმელმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა მოაროვა. რაც შეეხება სხვა მატჩებს, დინამოელებმა იოლად – 51:34 დაამარცხეს „ჰიუნდაის“ მეორე გუნდი, ხოლო აკადემია 1–მა „ავერსს“ შანსი არ დაუტოვა – 69:28.

 

13-წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. დინამოს ბაზა. 25 მარტი
 ავერსი – აკადემია I 28:69
6:22, 13:16, 5:17, 4:14
ავერსი: ბერაძე (7), სიხიაშვილი (6)
აკადემია: მამუკელაშვილი (14), ზურაბაშვილი (13)
კარდინალი – თსსუ 36:25
6:3, 7:4, 16:8, 7:10
კარდინალი: ყირიმელი: (22), მამალაძე (6)
თსსუ: კაციაშვილი (6), ჩიოიძე (5), ალავიძე (5)
ჰიუნდაი II – დინამო 34:51
7:11, 15:18, 5:6, 7:16
ჰიუნდაი: წენგუაშვილი (11), ჯახია (9)
დინამო: ცარციძე (18), ისრაელიანი (16)