13-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

13-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

14 მარტს საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონატიდაიწყო. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთში ორ წრედ ითამაშებენ და პლეი ოფში ცხრილში საუკეთესო 8 გუნდი გავა.

თბილისურ გუნდებთან ერტად ჩემპიონატში რეგიონების წარმომადგენლებიც ასპარეზობენ. ესენი არიან: რუსთავი, გორი, აჭარის ნაკრები, ქუთაისი. თბილისის გუნდები: აკადემია 1, აკადემია 2, კარდინალები 1, კარდინალები 2, ჰიუნდაი, მართვე, დინამო და სამედიცინო უნივერსიტეტი.
მეოთხედფინალები და ნახევარფინალები თითო გამარჯვებამდეა, ხოლო ფინალში გასული გუნდები ჩემპიონს 2 გამარჯვებით გამოავლენენ. გათამაშედება როგორც მე-3, ასევე მე-5, მე-7 და მე-9 ადგილები.
ჩემპიონატის გახსნის დღეს, 53-ე სკოლის დარბაზში 3 მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა 1 შეხვედრაში ”კარდინალი 1” არ გამოცხადდა და მის მეტოქე ”ჰიუნდაის” ტექნიკური გამარჯვება – 20:0 ჩაეთვალა. რაც შეეხება ”დინამოსა” და აჭარის ნაკრების დაპირისპირებას, თბილისელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მამუკა აბრამიძის გაწვრთნილმა დინამოელებმა ზღვისპირელებს ყველა მეოთხედში აჯობეს და საბოლოოდ 62:36 დაამარცხეს.
დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ”აკადემია 2” და ”კარდინალები 2” წარსდგნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.  პირველი ტაიმი კარდინალების გამარჯვებით – 24:23 დასრულდა, რის შემდეგაც აკადემიელებმა ინიციატივა მოიპოვეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 42:36 დაწინაურდა. საბოლოოდ ”აკადემია 2”-მა 70:50 გაიმარჯვა.

დინამო – აჭარის ნაკრები 62:36
20:10, 14:9, 15:11, 13:6
დინამო: ცარციძე (23), ისრაელიანი (19), თორთლაძე (7)
აჭარა: მედილიში (12), კუპრეიშვილი (6), ფარსენაძე (5)

ჰიუნდაი – კარდინალები 1  20:0
ჰიუნდაის ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა

აკადემია 2 – კარდინალები 2   70:50
11:12, 12:12, 19:12, 29:14
აკადემია:  ანდრონიკაშვილი (22), ვასაძე (13), კაზანჯიანი (12), მიქელაძე (11)
კარდინალები: დოლიძე (13), ბიჭიაშვილი (13), გორგაძე (5)