13-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი: აკადემია VS ჰიუნდაი

13-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი: აკადემია VS ჰიუნდაი

13-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი დაძაბულ
ბრძოლაში გამოვლინდა. „აკადემიამ’, რომელიც გუშინწინდელი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალურ
სერიას 1:0 უგებდა „დინამოს“, დღეს მეორე მატჩიც მოიგო და ფინალში გავიდა.

აკადემიელებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს ფინალური
სერიის საგზური. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე „აკადემია 3 ქულით
აგებდა. სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ აკადემიელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე
შეამცირეს – მატჩის ბომბარდირმა, გიორგი კვაჭანტირაძემ მორიგი გარღვევა დააგვირგვინა
და თავისი გუნდი „დინამოს“ 74:75 მიაახლოვა.

აკადემიელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და დინამოელთა
ბომბარდირმა ილია ისრაელიანმა ორივე საჯარიმო ააცილა. „აკადემიას“ შეტევისთვის 15 წამი
დარჩა, თუმცა კვაჭანტირაზე არ დაელოდა დროის გასვლას და სირენამდე 10 წამით ადრე ფარქვეშ
შეიჭრა. მასზე დაჯარიმდნენ და აკადემიელთა 32-ე ნომერმა პირველი სროლა ჩააგდო, მეორე
– ააცილა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ 10 წამში დინამოს შეეძლო გამარჯვების მოპოვება,
მაგრამ გადამწყვეტი სროლა ვერ ჩააგდეს და თამაში დამატებით დროში გადაიზარდა.

ოვერტაიმი აკადემიელთა სწრაფი ორქულიანით გაიხსნა, რასაც
მალევე მოჰყვა დინამოელთა ლიდერის – ისრაელიანის მოედნიდან გავარდნა, რომელმაც მე-5
პერსონალური მიიღო. აკადემიელთათვის ეს დიდი უპირატესობა იყო, თუმცა მოედანი ანალოგიური
მიზეზის გამო მალე მათმა გამთამაშებელმა ოთარ პერტაიამაც დატოვა. თანაბარ ბრძოლაში
მაინც „აკადემიამ“ იმარჯვა, რაც ძირითადად კვაჭანტირაძის, კახა ჟღენტის და ლუკა მაზიაშვილის
დამსახურება იყო.

„აკადემია“ ფინალში „ჰიუნდაის” შეხვდება, რომელმაც დღეს ,,გორი” ანგარიშით 71:54 დაამარცხა, ნახევარფინალურ სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური საგზური მოიპოვა.
ფინალური სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, 2 ივლისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი გორსა და დინამოს შორის 2 ივლისს, გორში, 13:00 საათზე შედგება.

30 ივნისი, საკალათბურთო აკადემია. ნახევარფინალი

დინამო – აკადემია                   90:92 (30:20, 12:16, 12:19,
21:20, 15:17)

დინამო: ი.
ისრაელიანი (30), ც. ცარციძე (21), ბ. ცარციძე (14)

აკადემია: გ.
კვაჭანტირაძე (37), კ. ჟღენტი (17), ო. პერტაია (16)
30 ივნისი. გორი
გორი – ჰიუნდაი                      54:71 (16-16, 21-13, 6-19, 11-23)
გორი: გ. ხუბულაშვილი – 30 ქულა, გ. ხორბალაძე – 13 ქულა
ჰიუნდაი: გ. გოგიტაშვილი – 28 ქულა, რ. ჯახია – 17 ქულა, ნ. აბაშიძე – 13 ქულა, ლ. წენგუაშვილი – 11 ქულა