13-წლამდელთა ჩემპიონატის საინტერესო ტური “დინამოს” ბაზაზე გაიმართა

13-წლამდელთა ჩემპიონატის საინტერესო ტური “დინამოს” ბაზაზე გაიმართა

გასულ კვირას „დინამოს“ დიღმის ბაზამ საინტერესო მატჩებს უმასპინძლა. სამიდან ორი შეხვედრა უაღესად დაძაბული გამოდგა. „გორმა’ 1 ქულის სხვაობით დაამარცხა „აკადემია 2“. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბრად მიმდინარეობდა. წინ გაჭრას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა. ბოლო წამებამდე ასე გაგრძელდა და საბოლოოდ შიდაქართლელებმა დაძაბულ ფინალში 39:38 იმარჯვეს.
გორელთაგან 15 ქულით რატი მდივანი გამოირჩა, რომელმაც ქულების უმეტესობა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო. ამ ასაკში საჯარიმოების ზუსტად სროლა დიდი იშვიათობაა, თუმცა გორელთა უკნახაზელი ამ კომპონენტში აშკარად გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო გორელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში.

საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა „დიმაოსა“ და „აკადემია 1“-ს შორის. ნიკა მეცხვარიშვილისა და სანდრო მამუკელაშვილის აქტიურობით აკადემიელებმა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება შესძლეს. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში აკადემიელებმა „დინამოსთან“ 12 ქულით წააგეს. ეხლა კი რევანში აიღეს.
მორიგი გამარჯვება იზეიმა ფოთის გუნდმა, რომელმაც „ავერსს“ 13 ქულის სხვაობით მოუგო. აღსანიშნავია ფოთელი ზაურ ჯანელიძის შედეგიანი თამაში, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. 31 ქულა ჰქონდა ავერსელ ნიკა სუხიშვილს, თუმცა მისი გუნდის გამარჯვებას ეს არ ეყო.
აქვე გთავაზობთ გასულ კვირაში გამართული მატჩების შედეგებს და მიმდინარე ჩემპიონატის ცხრილს. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრიც არაფერია დარჩენილი, რის შემდეგაც 13-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყება.

 

13-წლამდელთა ჩემპიონატი. დინამოს ბაზა. 6 მაისი

დინამო 46:53 აკადემია 1
14:16, 8:7, 4:17, 20:13
დინამო: ისრაელიანი 18, ცარციძე 13
აკადემია: მამუკელაშვილი 15, მეცხვარიშვილი
ავერსი 67:80 ფოთი
19:26, 8:7, 17:26, 23:22
ავერსი: სუხიშვილი 31, ჯიქურაშვილი 9
ფოთი: ჯანელიძე 36, ხურცილავა 22
გორი 39:38 აკადემია 2
11:7, 7:12, 10:4, 11:15
გორი: მდივანი 15, პაპიაშვილი 11
აკადემია: კვაჭანტირაძე 11, მგელაძე 8
 

 
გასულ კვირაში გამართული თამაშები
ქუთაისი – კარდინალი 50:72 (8:21; 19:19; 12:17; 11:14)
ქუთაისი – ერეკლე ფურცხვანიძე – 18 ქულა, ცოტნე შავგულიძე – 13ქულა
კარდინალი – ნიკა ყირიმელი – 33 ქულა, გიორგი მამალაძე -14ქულა
 
ჰიუნდაი 1 – გორი 70:56 (27:11; 15:12; 15:10; 13:23)
ჰიუნდაი – გოგა ბითაძე – 17ქულა, ბერდია ქავთრაძე -14ქულა.
გორი – რატი მდივანი – 19 ქულა, ვახო ჭედლიძე – 16 ქულა, გიორგი პაპიაშვილი – 14 ქულა.
 
 აკადემია – 1 – ავერსი  64:39 (19:6; 5:12; 20:12; 20:9)
აკადემია – მ. ზურაბიშვილი 29 ქულა
ავერსი – ლ. სუხიშვილი 18 ქულა.  
 
ჰიუნდაი 2- დინამო 30:73  (11:24; 6:17; 11:17; 2:15)
ჰიუნდაი -გ.ჩხაიძე 9 ქულა
დინამო – ი.ისრაელიანი 17ქ. ც.ცარციძე – 19ქ.
 
აკადემია  2 – სამედიცინო 26:47 (8:19; 4:7; 6:15; 8:6)
აკადემია 2 -მ.მგელაძე – 7ქულა
სამედიცინო – ვ.ალავიძე – 11 ქულა, ს. კაციაშვილი 10 ქულა.
 
ჰიუნდაი 1 – კარდინალები 42:46 (12:11; 8:11; 6:10; 16:14)
ჰიუნდაი 1- გოგა ბითაძე – 12 ქულა
კარდინალები – ნიკა ყირიმელი 24 ქულა.
 
რუსთავი – ჰიუნდაი 20:0
 
ავერსი – დინამო 41:57 (8:14(7:17; 13:10; 13:16)
ავერსი -ლ. სუხიშვილი 18 ქულა
დინამო – ც.ცარციძე – 20 ქულა
 
კარდინალი-ორბი – აკადემია 2  58:33 (20:6; 10:12; 16:7; 12:8)
კარდინალი – ნიკა ყირიმელი – 33 ქულა
აკადემია 2 – გ. კვაჭანტირაძე 8 ქულა.
 
აკადემია 1 – ფოთი 73:72 (22:16; 13:25; 18:12; 20:19)
აკადემია 1- .მამაუკელშვილი – 22 ქულა
ფოთი – ს.ხურცილავა – 28 ქულა, ზ.ჯანელიძე – 21 ქულა
 
სამედიცინო – ჰიუნდაი 1 – 38:44 (4:8; 12:13; 4:8; 18:15)
სამედიცინო – ვ.ალავიძე – 22 ქულა.  
ჰიუბდაი – ბერდია ქავთარაძე – 14 ქულა, გოგა ბითაძემ – 12 ქულა
 
ქუთაისი – სამედიცინო 73:54 (21:11; 16:17; 14:16; 22:10)
ქუთაისი –  ცოტნე შავგულიძე 42 ქულა
სამედიცინო – ვლადიმერ ალავიძე 24 ქულა