13-წლამდელთა ჩემპიონატში წაუგებელი გუნდი აღარ დარჩა

13-წლამდელთა ჩემპიონატში წაუგებელი გუნდი აღარ დარჩა

საკალათბურთო აკადემიაში დღეს 3 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დაძაბული და საინტერესო „დინამოსა“ და „აკადემია 1“-ის დაპირისპირება გამოდგა.

ეს უკანასკნელი გუნდი იყო ერთადერთი, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში დამარცხება არ განუცდია. აკადემიელთა წარმატებული სერია დინამოელებმა შეაჩერეს, რომლებმაც დაზაბულ ბრძოლაში 63:61 გაიმარჯვეს.

დანარჩენ 2 მატჩში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა. „ჰიუნდაიმ“ „კარდინალები 1“-ს მოუგო, ხოლო ქუთაისელებმა „აკადემია 2“-ს შანსი არ დაუტოვეს. გაგაცნობთ გამართული მატჩების შედეგებსა და გამორჩეული მოთამაშეების მონაგარს.

30 მაისი. საკალათბურთო აკადემია
დინამო – აკადემია 1                 63:61
15:18, 18:8, 10:15, 20:20
დინამო: ი. ისრაელიანი (19),  ც. ცარციძე (18)
აკადემია: გ. კვაჭანტირაძე (15), კ. ჟღენტი (10)

კარდინალები 1 – ქუთაისი                 50:73
19:29, 13:20, 8:14, 10:10
კარდინალები: გ. ჭოლაძე (13),  ლ. ტალახაძე (10)
ქუთაისი: გ. ჭეიშვილი (19), გ. კენჭაძე (10)

ჰიუნდაი – აკადემია 2     81:44
29:2, 17:12, 18:16, 17:14
ჰიუნდაი: დ. ქავთარაძე (12), ლ. ლორია (12), ს. ქავთარაძე (12)
აკადემია:გ. ვასაძე (12), ა. კაკაურიძე (6), მ. ძიძიკაშვილი (6)