14-წლამდელთა “ბ” ლიგის ჩემპიონი ქუთაისი 2 გახდა

14-წლამდელთა “ბ” ლიგის ჩემპიონი ქუთაისი 2  გახდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა 14-წლამდელთა „ბ“ ლიგის ჩემპიონატი.  ფინალურ შეხვედრაში ქუთაისი 2-მა  ქუთაისი 1-ის გუნდი  75:68 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც აგრეთვე გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული მოთამაშეები.

მეორე ადგილოსანი გუნდი ქუთაისი 1 ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის დირექტორის მოადგილე მამუკა ლომიძემ  და გამგეობის წევრმა სერგო შამანაურმა. ოქროს მედლები ჩემპიონ ქუთაისი 2-ს  თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა ვლადიმერ ძიძიგურმა და მამუკა ლომიძემ გადასცეს.

რაც შეეხება  ინდივიდუალურ პრიზებს, მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა „ოვერტაიმის“ გუნდის მოთამაშემ გიორგი ჩაჩუამ, რომელიც სპეციალური პრიზით  კავშირის გამგეობის წევრმა  სერგო შამანაურმა დააჯილდოვა.

საუკეთესო მოთამაშის ტიტული ქუთაისი 2-ის მოთამაშე, ცოტნე ვაშაყმაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 43 ქულა დააგროვა. ცოტნე ვაშაყმაძეს  პრიზი კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა  ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა. ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვა საჩემპიონო თასით გამარჯვებული ქუთაისი 2-ის კაპიტანი ალეკო ვახტანგაძე.

ოლიმპიურ სასახლეში ფინალამდე  14-წლამდელთა „ბ“ ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩიც გაიმართა და დაჯილდოვდა ბრინჯაოსადგილოსანი გუნდი, რომელიც „ოვერტაიმი“ გახდა.

ოვერტაიმის გუნდმა „აკადემია“ 63:58 დაამარცხა.   ბრინჯაოს მედლები გამარჯვებულ გუნდს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის დირექტორის მოადგილეებმა მამუკა ლომიძე და გიგა ჩაჩანიძემ გადასცეს.