14-წლამდელთა ჩემპიონატს ნელ-ნელა დაძაბულობა ემატება

14-წლამდელთა ჩემპიონატს ნელ-ნელა დაძაბულობა ემატება

53-ე სკოლამ 14-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს უმასპინძლა. მოზარდი კალათბურთელების თამაშს დამატებითი მუხტი ახლავს, რადგან თამაშებზე ბავშვებს ოჯახის წევრები დაჰყვებიან და მხურვალედ ქომაგობენ. დარბაზში მუდამ ემოციური ატმოსფერო სუფევს: მშობლები, დები, ძმები, მეგობრები და ნათესავები მოთამაშეებს აქტიურად ქომაგობენ.
 
რაც შეეხება მატჩებს, ისეთი დაძაბულობა ნაკლებადაა, რამდენი ემოციაც მაყურებელთაგან და მწვრთნელებისგან მოდის. ტურნირი ახალი დაწყებულია, ფავორიტები შედარებით სუსტ გუნდებს ხვდებიან, ზოგი გუნდი ფორმაში არაა შესული და ასე შემდეგ. გასული მატჩებიდან ყველაზე დაძაბული ჰიუნდაი 2-სა და „ვესტას“ დაპირისპირება გამოდგა. ჰიუნდაელები ნომინალური მასპინძლები იყვნენ, თუმცა რეალურად სტუმრებად ითვლებოდნენ. 53-ე სკოლაში „ვესტაა“ დაბანაკებული და დავით მინდორაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ვესტელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს.
 

ფოთი – თსსუ
 

ფოთელებისა და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მატჩი მედიკოსთა უპირატესობით წარიმართა. თსსუ-ს ულიდერა ვლადიმერ ალავიძემ, რომელმაც 32 ქულა მოაგროვა. მისმა თანაგუნდელმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ 10 ქულა და 24 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება ფოთელებს, 15 ქულითა და 25 მოხსნით საუკეთესო საბა ხურცილავა იყო.
 
„კარდინალებისა“ და „ნიკეას“ მატჩში ბრძოლა არ შედგა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა კარდინალებმა მეტოქე დამაჯერებლად – 99:29 დაამარცხეს. იოლად მოიგო თავისი მატჩი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა „ჰიუნდაიმ“ (ჩემპიონატში 2 ჰიუნდაი მონაწილეობს). ლაშა თოიძისა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა მეტოქეს 83:27 მოუგო. გამარჯვებულებს ზაურ ჯანელიძემ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
 
მორიგი ტურის მატჩები კვირას, 3 თებერვალს, კვლავ 53-ე სკოლის დარბაზში გაიმართება.
 
ჰიუნდაი-ვესტა  48:58
გამორჩეული მოთამაშეები:
ჰიუნდაი- ლევან წენგუაშვილი 10 ქულა, 9 მოხსნა; ნიკა აბაშიძე 8 ქულა, 13 მოხსნა;
ვესტა-თოკა ფიფია 21 ქულა, 16 მოხსნა;  ნიკა ბუტიკაშვილი 12 ქულა.
 
ფოთი-თსსუ  40:56
გამორჩეული მოთამაშეები:
ფოთი- ოთარ პერტაია 11 ქულა, 13 მოხსნა;  საბა ხურცილავა 15 ქულა, 25 მოხსნა.
თსსუ- ვლადიმერ ალავიძე 32 ქულა, 13 მოხსნა; ნიკოლოზ ჩიგოგიძე 10 ქულა, 24 მოხსნა.
 
კარდინალები-ნიკეა 99:29
გამორჩეული მოთამაშეები:
კარდინალები- ნიკა მანჟიკაშვილი 12 ქულა, 15 მოხსნა; ნიკა ყირიმელი 23 ქულა, 11 ჩაჭრა.
ნიკეა- თორნიკე კალანდაძე 12 ქულა, 19 მოხსნა.
 
“1 ექსპერიმენტალური-ჰიუნდაი” – მართვე  83:27
გამორჩეული მოთამაშეები:
ჰიუნდაი 1 ექსპერიმენტალური-  ზაური ჯანელიძე 30 ქულა, 12 მოხსნა; გიორგი მაჭავარიანი 14 ქულა, 12 მოხსნა; გოგა ბითაძე 16 ქულა, 15 მოხსნა.
მართვე- ნიკა გოგოხია 9 ქულა, 23 მოხსნა.