14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი წრე დაასრულა

14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი წრე დაასრულა

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ლატვიიდან 3 გამარჯვებით ბრუნდება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ვალმეირაში გამართულ ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველ წრეში 5-დან 3 მატჩი მოიგო.

ქართველებმა ბოლო შეხვედრა ლატვიურ “სპარსთან” გამართეს, რომელიც 80:37  (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) გაანადგურეს. მეორე წრე 25-28 იანვარს ბელარუსის დედაქალაქ მინკში გაიმართება.

რაც ეეხება “სპართან” მატჩს, ჩვენს ნაკრებს 20 ქულით, 8 მოხნით და 7 ჩაჭრით გუგა ნაცვლიშვილმა ულიდერა. 10-10 ქულა დააგროვა სამმა ქართველმა – საბა გურეშიძემ, გიორგი ოჩხიკიძემ და ნიკოლოზ გულიაშვილმა. მატჩის შემდეგ პირველი წრის შედეგები შეაჯამეს და სიმბოლურ ხუთეულში საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ჭიჭინაძე შეიყვანეს. ჩვენი ნაკრების საუკეთესო მოთამაშის პრიზი გიორგი ოჩხიკიძეს გადაეცა.