14-წლამდელთა ნაკრებმა პოლონური “პომერანიაც” დაამარცხა

14-წლამდელთა ნაკრებმა პოლონური “პომერანიაც” დაამარცხა

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიურ ვალმეირაში მიმდინარე ევროპის ლიგის პირველ წრეში მეორე მატჩიც მოიგო. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა პოლონურ “პომერანიას” 10 ქულით – 44:34 სძლია.

ქართველთაგან 12 ქულით გიორგი ჭიჭინაძე გამოირჩა, რომლის ანგარიშზე 8 მოხსა და 2 ჩაჭრაც დაგროვდა. 8 ქულა ჰქონდა საბა გურეშიძეს, გუგა ნაცვლიშვილმა კი საქართველოს ნაკრებს 7 ულა და 4 მოხსნა შემატა.

ქართველები 2 დეკემბერს 2 მატჩს გამართავენ. ჯერ მასპინძელ “ვალმეირას” დაუპირისპირდებიან, ხოლო შემდეგ – ლიტვურ “პლუნგეს”.

პომერანია – საქართველო 34:44 (სტატისტიკა)