14-წლამდელთა პლეი აუტი

14-წლამდელთა პლეი აუტი

14-წლამდელთა პლეი აუტის თამაშები საინტერესოდ მიმდინარეობს. პლეი ოფის პირველი რაუნდიდან გავარდნილი 4 წუნდი V-VIII ადგილებისთვის იბრძვის.

დღეს სპორტკომპლექს „არენაში“ პლეი აუტის ნახევარფინალები გაიმართა, რომელშიც „აკადემიამ“ „ფოთი” დაამარცხა, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა კი „ქუთაისს“ მოუგო.

გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს პლეი აუტის ფინალში ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის დაუპირისპირდებიან, დამარცხებული „ფოთი“ და „ქუთაისი“ მე-7 ადგილს გაითამაშებენ. რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, განსაკუთრებით საინტერესო „აკადემიისა“ და „ფოთის“ დაპირისპირება გამოდგა, სადაც გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.

აკადემიელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ ფოთელები არ ტყდებოდნენ და წარმატების სანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ნაკრების წევრის საბა ხურცილავას, ოთარ პერტიას და დავით გაბუნიას აქტიურობით ზღვისპირელებმა მოახერხეს ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრება. აკადემიელ ნიკა მეცხვარიშვილს შანსი ჰქონდა, თავისი გუნდისთვის გამარჯვება მოეტანა, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე 2 საჯარიმო ააცილა.

დამატებით დროში აკადემიელებმა იოლად აჯობეს ლიდერის – საბა ხურცილავას გარეშე დარჩენილ ფოთელებს. ეს უკანასკნელი მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა.

ფოთი – აკადემია  70:79

თსსუ – ქუთაისი  53:48