15-წლამდელთა ნაკრები და “აკადემია” საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან

15-წლამდელთა ნაკრები და “აკადემია” საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ სომხეთში მიემგზავრება. ერევანში მასპინძლებსა და ქართველებთან ერთად ერევანში თავს ირანისა და თურქეთის გუნდები მოიყრიან. გამგზავრების წინ ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ღია ვარჯიში გამართა.
 

 
– ერევანში 16–წლამდელთა ტურნირია დაგეგმილი, რომელშიც ირანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს გუნდები მონაწილეობენ – გვითხრა გია კაზანჯიანმა.
– თქვენ რატომ მიემგზავრებით ერთი წლის ახალგაზრდა ნაკრებით?
– უნდა აღვნიშნო, რომ ერევანში კლუბების ტურნირია. ნაკრებით გამგზავრებას ჩვენ ვამჯობინეთ, 1 წლით ახალგაზრდების ნაკრებით წავსულიყავით. ამით უფრო მეტ სარგებელს ვნახავთ, რაგდან 16–წლამდელთა ნაკრების მომავალ თაობას კარგად გავეცნობით და შესაძლებელია, ბევრი ისეთი მოზარდი აღმოვაჩინოთ, რომელიც ნაკრებისთვის გამოგვადგება.
– რამდენად ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეთ თავი?
– ნაკრებში ყველა ის მოზარდი გამოვიძახეთ, რომელიც ჩემპიონატში გამოირჩეოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ გუნდში სამი 1998 წელს დაბადებული, ანუ 13 წლის მოზარდიც გვყავს – გიორგი ცირეკიძე, დათო აფხაზავა და გიორგი თვალაბეიშვილი.
– ტურნირში რამდენი გუნდი მონაწილეობს?
– როგორც ორგანიზატორებმა გვაცნობეს, ტურნირში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. ჩვენთან ერთად ერევანში „აკადემიის“ 1996 წელს დაბადებულთა გუნდიც მოდის.
 

 
ლევან გოგოლაძე                         ორბი–კარდინალი
ვასო მჭედლიშვილი                    ორბი–კარდინალი
თენგო სხირტლაძე                      ორბი–კარდინალი
დათო ფაღავა                               ორბი–კარდინალი
ვატო ქვარაია                               ავერსი
დათო ლომიძე                             ავერსი
ვილი ისიანი                                შსს
ლევან ბეროშვილი                      ჰიუნდაი
გიგი გოგობერიშვილი                რუსთავი
გიორგი ცირეკიძე                       აკადემია
დათო აფხაზავა                           ბათუმი
გიორგი თვალაბეიშვილი            დინამო
 
მთავარი მწვრთნელი:                გია კაზანჯიანი
გუნდის მენეჯერი:                      გელა წულაძე