16 და 18 წლამდელთა A ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო

16 და 18 წლამდელთა A ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო

საქართველოს 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში გადამწყვეტი ეტაპი – პლეი ოფი დაიწყო. ორივე ტურნირი ფაქტობრივად პარალელურად მიმდინარეობს, რომლებშიც რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და მეოთხედფინალური სერიები პირველი მატჩები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ოროვე ტურნირი ერთნაირი ფორმატით იმართება. 14-გუნდიან ჯგუფი 2 წრე ითამაშეს, რის შედეგადაც 8 საუკეთესო პლეი ოფში (მეოთხედფინალში) გავიდა. დავიწყოთ 16-წლამდელებით, სადაც 8 საუკეთესო გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა:

ზფა (1) – თბილისი ბასკეტი (8)
ვინგსი (4) – აჭარის ნაკრები (5)

აკადემია (2) – რუსთავი (7)
ჰიუნდაი (3) – მართვე (6)

პლეი ოფში ყველა სერია 2-მატჩიანია. ამ წყვილებში პირველი მატჩები დღეს გაიმართა: თბილისი არენაზე ჰიუნდაიმ 67:48 დაამარცხა მართვე, ხოლო ზაზა ფაჩულიას აკადემიამ თბილისი ბასეტს 73:60 სძლია. რუსთავში ადგილობრივმა გუნდმა უშანსოდ – 60:93 წააგო აკადემიასთან, ხოლო ბათუმში აჭარის ნაკრები ვინგსთან 53:60 დამარცხდა.

საპასუხო მატჩები 7 ივნისს გაიმართება და რომელი გუნდიც პირველი მატჩის შემდეგ მოპოვებულ ჰანდიკაპს შეინარჩუნებს, ნახევარფინალში გავა. აქვე ვთქვათ, რომ 16-წლამდელთა A ლიგიდან B-ში დაქვეითდა ბრუკლინის აკადემია, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში ყველა მატჩი წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა. ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ მე-12 და მე-13 ადგილებზე გასული დინამო და თელავი.

18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოდში რეგულარულის 8 საუკეთესო შემდეგნაირად დაწყვილდა:

რუსთავი (1) – ბასკო (8)
ზფა (4) – თბილისი ბასკეტი (5)

ვინგსი (2) – დინამო (7)
ჰიუნდაი (3) – ქუთაისი (6)

სერიის პირველი მატჩები ოთხივე წყვილში ჩატარდა. ქუთაისმა 17 ქულით – 99:81 დაამარცხა ჰიუნდაი, რითაც საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. კიდევ უფრო საიმედო ჰანდიკაპი აქვს ვინგსს, რომელმაც დინამო 103:61 დაამარცხა. დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი ზფა – თბილისი ბასკეტის საპასუხო შეხვედრაში. სერიის პირველი მატჩი ზფა-მ 90:88 მოიგო. მეოთხე წყვილში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა რუსთავმა ბათუმში 62:55 დაამარცხა ბასკო. საპასუხო მატჩები 6 და 8 ივნისს გაიმართება.

18-წლამდელთა A ლიგიდან დაქვეითდა თსუ, ხოლო ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სოხუმის კოლხა და თელავი იბრძოლებენ. მათი მეტოქეები საკვალიფიკაციო სერიაში B ლიგის (A ლიგაში გადასვლის უფლების მქონე) მე-2 და მე-3 გუნდები იქნებიან.