16–წლამდელები: 32 მოხსნა და ოვერტაიმი ერთ თამაშში

16–წლამდელები: 32 მოხსნა და ოვერტაიმი ერთ თამაშში

11 დეკემბერი
სსაუ – საბურთალო 83:53
სსაუ: სანიკიძე (26ქ, 10მ), წილოსანი (21)
საბურთალო: ბრეგვაძე (34 ქ, 13მ)
ნიკეა – ჰიუნდაი 74:90
ნიკეა: გაგნიძე (27), ბულიგინი (14ქ, 15მ)
ჰიუნდაი: ბოლქვაძე (27), ქაჯაია (17)
 
12 დეკემბერი
მარნეული – ზაზა 24:67
მარნეული: მინაძე (7)
ზაზა: აბულაძე (20), გორდულაძე (12)
ჰიუნდაი – რუსთავი 1  71:100
ჰიუნდაი: ტომარაძე (19ქ, 11მ), სანაძე (18)
რუსთავი 1: ქიტოშვილი (29ქ, 10მ, 6პ), ხატიაშვილი (26), ურიდია (16ქ, 22მ)
თსსუ – ნიკეა 35:53
თსსუ: ზაქრაძე (11)
ნიკეა: გაგნიძე (14), ბულიგინი (10ქ, 20მ)
ორბი – დინამო  73:68
ორბი: ზაქარაძე (34ქ, 32მ), გეგუჩაძე (15ქ, 12მ)
დინამო: პატარსაია (14), სანაია (13), როსტიაშვილი (12)
აკადემია – ავერსი  69:35
აკადემია: დარახველიძე (13), ამირხანაშვილი (12), ლილუაშვილი (11)
ავერსი: ბაქრაძე (11)
 
ამ შაბათ–კვირას 16–წლამდელთა ჩემპიონატის ბლომად მატჩები გაიმართა. თამაშების ძირითად ნაწილს „დინამოს“ ბაზამ უმასპინძლა, თუმც შაბათს სუპერლიგის ტურის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლეშიც ჩატარდა ერთი შეხვედრა – „ნიკეა“ „ჰიუნდაის“ გაეჯიბრა და 74:90 წააგო.
 
ჰიუნდაელებისთვის ეს იყო ორიდან მეორე გამარჯვება, თუმც კვირას ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა პირველი მარცხი განიცადა. რუსთავის პირველმა გუნდმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე – 100:71 დაამარცხა ჰიუნდაელები. რუსთაველთაგან 16 ქულითა და 22 მოხსნით ლევან ურიდია გამოირჩა, თუმც თორნიკე ქიტოშვილსაც არანაკლებ შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა – 29 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
 
კვირიას გამართული 5 მატჩიდან ყველაზე საინტერესო და დაძაბული „დინამო„ – „ორბის“ დაპირისპირება გამოდგა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა, ხოლო დამატებით დროში უფო ძლიერები „ორბის“ კალათბურთელები აღმოჩნდნენ და 73:68 გაიმარჯვეს.
 
ამ შეხვედრაში დამყარდა ბოლო წლების რეკორდი. რაც საქართველოს 16–წლამდელთა ჩემპიონატში სტატისტიკა კომპიუტერით ითვლება, 32 მოხსნა არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია. „ორბის“ 23–მა ნომერმა თემურ ზაქარაძემ სწორედ ამდენჯერ მოიხელთა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. მან ასევე სარეკორდოდ ბევრი საჯარიმო ესროლა – 36, საიდანაც მხოლოდ 16 ჩააგდო და საბოლოოდ 34 ქულას დასჯერდა. ზაქარაძე ნაადრევად დაღვინებული და ტანაყრილი ყმაწვილია, ამიტომაც იყო, დინამოელების ფონზე ის გოლიათივით რომ ჩანდა და თითქმის ყველა აცილებილს ხსნიდა.
 
კვირასვე „ზაზამ“ „მარნეულს“ მოუგო, რაშიც ლომის წილი ნუგზარ აბულაძემ დაიდო 20 ქულით, 7 პასითა და 6–6 მოსნა–ჩაჭრით. დღის ბოლო შეხვედრაში კი „აკადემია 1“–მა გუნდრი თამაშის წყალობით იოლად დაამარცხა „ავერსი“.
 

დინამო – ორბი
 

ავერსი – აკადემია
 
 

მარნეული – ზაზა
 

მარნეული – ზაზა
 

თემურ ზაქარაძემ 34 ქულა და 32 მოხსნა მიითვალა