16–წლამდელები: ირაკლი მიქელაძის “ოთხმაგი” დუბლი

2 მარტი. სასოფლო
მართვე–1 70:51 ქუთაისი
14:5 22:17 14:13 20:16
მართვე–1: ბურჯანაძე (27 ქულა, 20 მოხსნა, 7 პასი), გულმაგარაშვილი (21), გაფრინდაშვილი (8 ქულა, 10 მოხსნა)
ქუთაისი: იაშვილი (17), ნ. მესხი (11 ქულა, 10 მოხსნა), ცირეკიძე (8 ქულა, 12 მოხსნა).
მართვე–3 57:65 მართვე–4
15:23 18:4 13:23 11:15
მართვე–3: ფეიქრიშვილი (18 ქულა, 14 მოხსნა), აბდუშელიშვილი (13), გ. მესხი (8 ქულა, 13 მოხსნა)
მართვე–4: ჩოჩია (29 ქულა, 11 მოხსნა), ლოლიშვილი (19 ქულა, 11 მოხსნა)
აფხაზეთი 49:94 ბათუმი
5:21 15:18 15:26 14:29
აფხაზეთი: უძილაური (14 ქულა, 12 მოხსნა), როგავა (13)
ბათუმი: ამირხანაშვილი (25), მიქელაძე (16 ქულა, 11 მოხსნა, 16 პასი), გვაკაძე (15 ქულა, 14 მოხსნა), რამიშვილი (12 ქულა, 7 პასი)
51–ე სკოლა 86:61 რუსთავი
26:13 12:19 36:9 12:20
51–ე სკოლა: ფხაკაძე (19), ბარნოვი (18 ქულა, 10 მოხსნა), ბეგაშვილი (14), მეგენეიშვილი (11)
რუსთავი: არაბული (16 ქულა, 16 მოხსნა), გაგნიძე (13), ჩაჩანიძე (11), ოქრომჭედლიძე (11)
 

 


51–ე სკოლა

7

6

1

13
მართვე–1

7

5

2

12
მართვე–3

6

5

1

11
მართვე–4

7

4

3

11
რუსთავი

9

2

7

11
აფხაზეთი

10

0

10

10
ქუთაისი

5

3

2

8
ბათუმი

5

3

2


16–წლამდელთა ნაკრების თურქულ საერთაშორისო ტურნირზე ყოფნის გამო ამ ასაკობრივ ჩემპიონატში გამოცხადებული შესვენების შემდეგ თამაშები დღეს „სასოფლოს“ დარბაზში სრული დატვირთვით განახლდა. შედგა 4 მატჩი, რომლებშიც ლოგიკური ანგარიშები დაფიქსირდა. ერთადერთი წყვილი იყო ისეთი, სადაც შედარებით ტოლძალოვანი მეტოქეები ხვდებოდნენ და სწორედ ეს მატჩი გამოდგა ყველაზე დაძაბული.
მართვულმა დერბმა, მე–3 და მე–4 გუნდის მონაწილეობით, საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. ხათუნა გაბედავას „მართვე–3“–ს აქამდე მარცხი არ ეწვნია და ცხადია არც ამ ტურში აპირებდა რამის დათმობას, მაგრამ… ზვიად დიდბარიძის „მართვე–4“–მა შესანიშნავად ჩაატარა შეხვედრა და თანაბრად მიმდინარე შეხვედრის ბოლო მეოთხედში გატეხა მეტოქე.
მიუხედავად იმისა, რომ დიდბარიძის გუნდმა პირველი მეოთხედი 8 ქულიტ მოიგო, დიდ შესვენებაზე მაინც უკმაყოფილო გავიდა. არჩილ ფეიქრიშვილისა და ბუბა აბდუშელიშვილის კარგი თამაშის წყალობით „მართვე–3“–მა 18:4 მოიგო მეორე ათწუთეული და დიდი შესვენებისთვის 33:27 გალიდერდა.
მესამე მეოთხედში კი უკვე დიდბარიძის გუნდმა იძალა, რაც ძირითადად ალეკო ჩოჩიას დამსახურებაა, რომელმაც საბოლოოდ 29 ქულა და 11 მოხსნა შეაწია ტავისიანებს. „მართვე–4“–მა პერიოდი 10 ქულით მოიგო და გადამწყვეტ წუტებშიც უფრო მობილიზებული ტამაში აჩვენა, რამაც ამ გუნდს პრინციპული გამარჯვებამოუტანა.
დანარჩენ შეხვედრებში ბრძოლა არ შედგა. „ბათუმმა“ დიდი სხვაობიტ მოუგო „აფხაზეთს“ და ამ შეხვედრაში სამმაგი დუბლი გააკეთა კადეტთა ნაკრების გამთამაშებელმა ირაკლი მიქელაძემ, რომელმაც 16 ქულას და 11 მოხსნას 16 (!) პასიც მოაყოლა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიქელაძემ ოთხმაგ დუბლსაც უწია, მაგრამ ეს მას აქტივში ნამდვილად არ ჩაეთვლება, რადგან ორნიშნა რიცხვით მან უარყოფითი სტატისტიკური მაცვენებელი–დაკარგვები გამოსახა. მიქელაძემ 10–ჯერ დაკარგა ბურთი, ტუმცა ეს იმის ბრალია, რომ ინტერესდაკარგულ მატჩში ბურთს დიდად არ უფრთხილდებოდა.
ჩემპიონატის ლიდერმა 51–ე სკოლის გუნდმა კი „რუსთავი“ დაამწუხრა, ხოლო „მართვე–1“–მა ქუტაისელებს შანსი არ დაუტოვა. ამ შეხვედრაში გამოირჩა 16–წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 27 ქულას და 20 მოხსნას 7 პასიც მოაყოლა.
 

მართვე–1 – ქუთაისი
 

მართვე–1 – ქუთაისი

მართვე 3 – მართვე 4
 

მართვე 3 – მართვე 4
 

მართვე 4 წუთშესვენებაზე
 

აფხაზეთი – ბათუმი.
 

აფხაზეთი – ბათუმი
 

51–ე სკოლა – რუსთავი
 

51–ე სკოლა – რუსთავი