16–წლამდელები: “მართვეების” ბრძოლაში ქუთაისელებიც ჩაერივნენ

10 მარტი. სასოფლო
მართვე-3 78:73 ბათუმი
21:20 8:20 18:19 31:14
მართვე-3: გაბისონია (35), აბდუშელიშვილი (14), გ. მესხი (11 ქულა, 20 მოხსნა)
ბათუმი: ამირხანაშვილი (27), რამიშვილი (25)
11 მარტი. რუსთავი
რუსთავი 73:64 ბათუმი
15:8 17:28 24:11 17:17
რუსთავი: არაბული (21 ქულა, 26 მოხსნა), კიკვიძე (19), გაგნიძე (14 ქულა, 15 მოხსნა)
ბათუმი: ღვალაძე (18), დიასამიძე (12), ამირხანაშვილი (12)
12 მარტი. ქუთაისი
ქუთაისი 74:47 მართვე-3
20:8, 19:19 19:14 16:6
ქუთაიი: გრძელიძე (22), იაშვილი (16), ნ. მესხი (13 ქულა, 13 მოხსნა), დ. დვალიშვილი (11)
მართვე-3: გაბისონია (10), აბდუშელიშვილი (11)
 
16 მარტი. სასოფლო
მართვე–1 95:30 აფხაზეთი
28:7 16:11 22:4 29:8
მართვე–1: ჯიშიაშვილი (29 ქულა, 22 მოხსნა), ვარსიმაშვილი (11), გულმაგარაშვილი (10 ქულა, 11 მოხსნა)
აფხაზეთი: გოლეთიანი (9), უძილაური (8)
მართვე–4 79:73 51–ე სკოლა
13:17 22:10 19:13 25:33
მართვე–4: ლოლიშვილი (38 ქულა, 10 მოხსნა), ჩოჩია (14 ქულა, 6 პასი, 6 ჩაჭრა), ღვინეფაძე (8 ქულა, 12 მოხსნა)
51–ე სკოლა: ფხაკაძე (33 ქულა, 8 პასი, 9 ჩაჭრა), ბარნოვი (10), პაპაშვილი (9 ქულა, 19 მოხსნა)
 
 

 


მართვე–4

11

8

3

19
ქუთაისი

9

7

2

16
მართვე–1

9

7

2

16
მართვე–3

9

7

2

16
51–ე სკოლა

9

6

3

15
რუსთავი

12

3

9

15
ბათუმი

11

3

8

14
აფხაზეთი

12

0

12

12 
 
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სიმპატიური და მებრძოლი ბათუმური გუნდი პლეი ოფს მიღმა დარჩება. ზღვისპირელებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ტრავმების გამო დაიჩაგრნენ და ფინალში გასასვლელად რომ სამართლიანი პრეტენზია ჰქონდათ, ახლა პლეი ოფშიც ვერ ხვდებიან.
ბათუმელებს 2 კვირის წინ დაუშავდათ დავით თენიეშვილი, რომელიც ირაკლი მიქელაძესთან და ნიკა რამიშვილთან ერთად ზღვისპირელთა გამწევ ძალას წარმოადგენდა. მოგვიანებით  ამ ლიდერი სამეულის 2 ჯანმრთელი წევრიც დაშავდა და ბათუმელებმა რუსთავშიც კი წააგეს. მანამდე კი თბილისში ჩემპიონატის ერთ–ერთ ფავორიტ „მართვე–3“–ს კინაღამ მოუგეს – რაც იმ დროს ჯანმრთელად მყოფი რამიშვილისა და „აკადემიიდან“ შემატებული გიორგი ამირხანაშვილისა და გიორგი ღვალაძის დამსახურებაა.
კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ქუთაისელებმა, რომ მინიმუმ პლეი ოფში თამაშს იმსახურებენ. იმერეთის მთავარ ქალაქში ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები (1) წაგების მქონე  ხათუნა გაბედავას „მართვე–3“ ჩავიდა და განადგურდა – 47:74. ქუთაისელებმა არ დაინდეს ,მართველები და მათთან პირველ წრეში წაგების გამო დამაჯერებელი რევანში აიღეს.
გუშინ კი თბილისში კიდევ 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც ერთი ძალიან საინტერესო, მეორე კი – მეტისმეტად უინტერესო გამოვიდა. ზურაბ სამხარაძის „მართვე–1“–მა ერთი ამოსუნთქვით მოუგო აუტსაიდერ „აფხაზეთს“, ხოლო „51–ე სკოლსა“ და „მართვე–4“–ის შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული გამოვიდა. კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა, როცა ზვიად დიდბერიძის გუნდმა მოსაგებად საკმარისი ლიდერობა მოიპოვა. გამარჯვებულთაგან გამოსარჩევია კადეტთა ნაკრების წევრის ლევან ლოლიშვილის ქებული თამაში, რომელმაც 38 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც მოაგროვა.
 

ლიკა ქაჯაია ასე ცდილობდა თავისი გუნდის გამოფხიზლებას
 

51–ე სკოლელთა ფარს უტევს ლევან ლოლიშვილი