16–წლამდელებმა 2008 წელი დახურეს

15 დეკემბერი. სასოფლოს დარბაზიმართვე–3 81:43 ქუთაისი20:13 17:17 18:8 26:5
მართვე–3: ფეიქრიშვილი (16 ქულა, 11 მოხსნა), გაბისონია (13), თევზაძე (12), მესხი (12)ქუთაისი: ცაგარეიშვილი (13), იაშვილი (8)
 
აფხაზეთი 44:78 მართვე–45:37 13:16 11:13 15:12
აფხაზეთი: უძილაური (18 ქულა, 14 მოხსნა), გოლეთიანი (8)მართვე–4: ჩოჩია (15 ქულა, 190 მოხსნა), ბოლქვაძე (12), შენგელია (10 ქულა, 10 მოხსნა)
 
 51–ე სკოლა 68:60 მართვე–121:11 22:11 11:21 14:17
51–ე სკოლა: გეგენეიშვილი (14), ორმოცაძე (13 ქულა, 11 მოხსნა), ფხაკაძე (12)მართვე–1: ბ. ბურჯანაძე (21 ქულა, 14 მოხსნა), გაფრინდაშვილი (16), ღუდუშაური (12)
 

 

თამ.

მოგ.

წაგ.

ქულ.
51–ე სკოლა

5

4

1

9
მართვე–4

5

3

2

8
რუსთავი

6

2

4

8
მართვე–1

4

2

2

6
მართვე–3

3

3

0

6
აფხაზეთი

6

0

6

6
ქუთაისი

3

2

1

5
 
16–წლამდელთა ჩემპიონატმა წლევანდელი მატჩები გუშინ მოილია. დეკემბერში დარჩენილი მატჩები სამომავლოდ გადაიტანეს და აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, ცხრილში რომელ ადგილებზე შეხვდებოდნენ გუნდები ახალ წელს.
პირველობა ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილ „51–ე სკოლას“ ერგო, რომელმაც 5 თამაშიდან 4 მოიგო, თუმცა დაკარგული ქულების გათვალისწინებით ხათუნა გაბედავას „მართვე–3“ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია. „მართვე–3“–მა „51–ე სკოლას“ კი მოუგო, მაგრამ მთლიანობაში 3 მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაში იმარჯვა, ცხრილში მაინც ქვემოთაა.
გაბედავას გუნდი გუშინ ისვენებდა, ხოლო მისმა კიდევ ერთმა კონკურენტმა, „მართვე–4“–მა აუტსაიდერი „აფხაზეთი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
„სასოფლოში“ გამართული სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი იყო დაძაბული და საინტერესო: „51–ე სკოლამ“ საკმაოდ სოლიდური შემადგენლობის მყოლ „მართვე–1“–ს მოუგო. შეხვედრა ლიკა ქაჯაიას გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო, ხოლო მეორეს ბოლოს უპირატესობა 21–ამდე გაზარდა და ერთი შეხედვით ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.
 

 
თუმცა მეორე ტაიმიდან ზურაბ სამხარაძის გაწვრთნილი მართველები ათამაშდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა 16–წლამდელთა ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე, რომელმაც ბექა ღუდუშაურისა და დავით გაფრინდაშვილის დახმარებით „მართვე–4“–ის ჩამორჩენა 4–5 ქულამდე შეამცირა.
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სამხარაძის შეგირდებმა მეტოქე გატეხეს, თუმცა 51–ე სკოლელები არ დაიბნენ და ლიდერობა არაფრის დიდებით აღარ დათმეს, რაც სანდრო გეგენეიშვილის, ლევან მენაბდის, გიორგი ორმოცაძის და ამათი სხვა თანაგუნდელების დამსახურებაა. ქაჯაიას გუნდმა საბოლოოდ 68:60 მოიგო, ჩემპიონატში ყველაზე მეტი – 4 გამარჯვება მოაგროვა და ახალ წელს პირველ ადგილზე ხვდება.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, გაბედავას „მართვე–3“–ს წაგება არა აქვს და პოტენციურ ლიდერადაც ის ითვლება.