16-წლამდელებმა ბელარუსში სპარინგ-მატჩი 6 ქულით დათმეს

16-წლამდელებმა ბელარუსში სპარინგ-მატჩი 6 ქულით დათმეს

ბელარუსში მოსამზადებელ სეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება და ბელარუსში 2 საკონტროლო მატჩი დაგეგმა. პირველი შეხვედრა დღეს, 27 ივნისს გაიმართა და მასპინძელთა 6-ქულიანი გამარჯვებით – 73:67.
ქართველები თავდაპირველად ჩამორჩნენ, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში თამაში გამოასწორეს და გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც მიაღწიეს საწადელს.
მატჩის შემდეგ ბელარუსში გია კაზანჯიანს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:
„სიმართლე ვთქვა, ჩვენი გუნდი თავიდან დაბნეულად გამოიყურებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს სემადგენლობა ერთად პირველად თამაშობდა. ბიჭები ნერვიულობდნენ და ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები არ გამოსდიოდათ. მეორე ტაიმში ყველაფერი გამოსწორდა. ინიციატივა მოვიპოვეთ და თამაში გამოვასწორეთ. ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა 3 ქულამდე შევამცირეთ და სულ ცოტა გვაკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი ვეღარ გადავდგით. იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშებთ. დღევანდელი მატჩიდან საკმარისი გამოცდილება მივიღეთ“.
 
მომდევნო მატჩს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 28 ივნისს, თბილისის დროით 16 საათზე გამართავს.
 
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. 16-წლამდელები. ბელარუსი. 27 ივნისი
ბელარუსი 73:67 საქართველო
22:16, 19:13, 18:17, 14:21
საქართველო: ზაქრაძე (16), პეტრიაშვილი (12), ბობილევი (10), გუგეშაშვილი (8), მაჭავარიანი (7), ისიანი (5), ლიმიძე (3), ტაბაღუა (2), გოგალაძე (4)