16-წლამდელებმა ესტონეთთან პირველი სპარინგ–მატჩი დათმეს

 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ესტონეთში შეკრებაზე იმყოფება, სადაც მასპინძელ თანატოლებთან ორი სპარინგ-მატჩი აქვს დაგეგმილი. პირველი შეხვედრა გუშინ, გვიან ღამით დასრულდა, რომელშიც ესტონელებმა 64:53 იმარჯვეს.
 
გია კაზანჯიანის შეგირდები დასკვნითი მეოთხედის წინ მხოლოდ ოთხ ქულას აგებდნენ, თუმცა, ბალტიისპირელებმა ბოლო ათწუთეული უკეთესად ჩაატარეს და სხვაობის გაზრდა მოახერხეს. სტუმართაგან საუკეთესო 14 ქულით სანდრო ბოლქვაძე გახლდათ, რომლის წინააღმდეგაც მეტოქეებმა თამაშის წესები ცხრაჯერ დაარღვიეს. 12 ქულით დაასრულა ასპარეზობა ნუგზარ აბულაძემ.
 
ქართველი კადეტები დღეს ერთხელაც შეხვდებიან ესტონელ, რის შემდეგაც ფინეთში გადაინაცვლებენ, სადაც 13 და 14 ივლისს ფინეთის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გია კაზანჯიანის გუნდი სამშობლოში 16 ივლისს დაბრუნდბა.
 
ამხანაგური მატჩი. ტალინი. 11 ივლისი.
ესტონეთი 64:53 საქართველო
18:13, 14:15, 10:10, 22:15
საქართველო: ბოლქვაძე (30 წ. 14 ქ. 4 მ.), ამირხანაშვილი (13 წ. 5 ქ.), ლილუაშვილი (21 წ.), ტომარაძე (10 წ.), დვალი (5 ქ.), აბულაძე (27 წ. 12 ქ. 4 მ.), დარახველიძე (31 წ. 4 ქ. 9 მ.), პულუზაშვილი (19 წ. 7 ქ. 6 მ.), კიტოშვილი (7 წ.), ჯაყელი (2 წ.), ცქიტიშვილი (13 წ. 2 ქ. 8 მ.), გამრეკლიძე (21 წ. 9 ქ. 9 მ.).