16-წლამდელებმა მორიგი ტური ,,აკადემიაში”დაასრულეს

16-წლამდელებმა მორიგი ტური ,,აკადემიაში”დაასრულეს

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებს უმასპინძლა
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა. დღის პირველ მატჩში თსსუ-,,კაკტუსის“
შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,მედიკოსებმა“ 96:22 გაამადგურეს ,,დებიუტანტები“.

 გამარჯვებულებს
29 ქულით ლუკა ზაქრაძე ულიდერა, ხოლო 22 ქულით, 25 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით
ორმაგი დუბლი ნიკა ლომიძემ შეასრულა. რაც შეეხება ,,კაკტუსს“, მის რიგებში ხვიჩა ხოსიტაშვილი
გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. AXE-სა და კარდინალი
1-ის დაპირისპირება კარდინალის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს 10 ქულის სხვაობით,
71:61 სძლია. AXE-ს შემადგენლობაში 25 ქულა გიორგი თევდორაშვილმა მიითვალა, ხოლო
14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი დავით ქავთარაძემ მიითვალა. კარდინალის გუნდს
ულიდერა გიორგი გუგეშაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულაა, ხოლო ვასო მჭედლიშვილი ორმაგი
დუბლიის ავტორი გახდა – 13 ქულა და 14 მოხსნა. ,,სოხუმმა“ დიდი სხვაობით, 73:51 დაამარცხა ,,ნიკეა“
და 10 მოგებითა და ერთადერთი მარცხით ბ-ჯგუფის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.  ,,ზღვისპირელებს“ დავით სალაყაიამ ულიდერა, რომელმაც
31 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ხოლო ,,ნიკეას“  შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ
დააფიქსირა – ალექსანდრე კატუკიამ (13ქ.14მ) და ჯიმშერ კურტანიძემ(14ქ.12მ). ავერსი 1-მა საკუთარ მოედანზე ,,ქუთაისი“ მიიღო, თუმცა
მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 67:73 დამარცხდა. ქუთაისელებს ორმაგი დუბლით, 24 ქულითა
და 16 მოხსნით ირაკლი მაცაბერიძემ ულიდერა, ხოლო მასპინძელთა  შემადგენლობაში ყველაზე მეტი 33 ქულა დავით ლომიძის
ანგარიშზეა. ორმაგი დუბლი შეასრულა ნოდარ სანაიამ, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. მარცხი განიცადა კარდინალი 2-მა, რომელსაც შსს აკადემიამ
69:34 მოუგო.  გამარჯვებულთა შემადგენლობაში
საუკეთესო  25 ქულით სოლომონ როსტიაშვილი იყო,
ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. ვილი ისიანმა 16 ქულა და 35 მოხსნა
მიითვალა, ხოლო ლუკა გიორგაძის ანგარიშზეა 10 ქულა და 23 მოხსნაა.  კარდინალი 2-ს კი 12 ქულა შესძინა ბაჩო კვირკველიამ. ტურის დასკვნით მატჩში შედგა  ავერსი 2-სა და ,,ზაზას“ დაპირისპირება, სადაც ,,ზაზამ“
დიდი სხვაობით, ანგარიშით 75:44 იმარჯვა. ავერსელთა რიგებში 14 ქულა რატი ლომიძემ დააგროვა,
ხოლო  გამარჯვებულებს 14 ქულითა და 9 მოხსნით
თორნიკე გოგელაშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა თორნიკე რაზმაძე, რომლემაც
12 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.

თსსუ – კაკტუსი

AXE – კარდინალი 1

სოხუმი – ნიკეა

ავერსი 1 – ქუთაისი

კარდინალი 2- შსს აკადემია

ავერსი 2 – ზაზა