16-წლამდელებმა ფინური შეკრება დაასრულეს

ფინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩიც წააგო მასპინძლებთან. გია კაზანჯიანის გუნდი ფინელებთან 60:84 დამარცხდა და ამით დაასრულა ესტონურ–ფინური ტურნე.
 
ქართველები პირველ მეოთხედში ტოლსწორად ებრძოლნენ მასპინძლებს, თუმცა მეორე ათწუთულიდან სამიზნე აერიათ და ჩამორჩნენ. საბოლოოდ კაზანჯიანის გუნდმა ვეღარ მოახერხა მატჩის სადავეების უკუგდება და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.
 
კადეტთა ნაკრები საქართველოში ხვალ დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებს.