16-წლამდელებმა სლოვაკური ტურნე 20-ქულიანი გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით – 73:53 გაიმარჯვა. გია კაზანჯიანის გუნდი ქალაქ კეჟმაროკის 18-წლამდელთა გუნდს შეხვდა, რომელიც მეზობელი ქალაქის კლუბის რამდენიმე კალათბურთელით იყო გაძლიერებული.
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია კაზანჯიანის თქმით, ეს გამარჯვება გუნდური თამაშის დამსახურება იყო. ყველა, ვინც მოედანზე გავითა, თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მიხედავად იმისა, რომ ქართველებს ასაკით უფროსი კალათბურთელების წინააღმდეგ უწევდათ თამაში, ჩვენები მწვრთნელის დავალებას თავს კარგად ართმევდნენ.
ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა კარგი დაცვისა და გუნდური თამაშის წყალობით საქართველომ საბოლოოდ 20 ქულით იმარჯვა.
ქართველები ხვალ, 3 ივლისს მორიგ მატჩს გამართავენ. ჩვენების მეტოქე სლოვაკეთის 16-წლამდელთა ნაკრები იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 9-ის ნახევარზე დაიწყება.
ამხანაგური მატჩი. კეჟმაროკი. სლოვაკეთი. 2 ივლისი
კეჟმაროკი U-18 53:73 საქართველო U-16
15:20, 15:18, 12:17, 11:18
საქართველო: ბობილევი 10, ზაქრაძე 9, მაჭავარიანი 9, ისიანი 12, გოგობერიშვილი 8, ლომიძე 6, კერესელიძე 4, მასხულია 4, ტაბაღუა 3, რევაზაშვილი 2, ცინცაძე 2, მაჭარაძე 2