16 წლამდელთა “ბ” ლიგა სპორტუნის ჩემპიონობით დასრულდა!

16 წლამდელთა “ბ” ლიგა სპორტუნის ჩემპიონობით დასრულდა!

16 წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალური სერია დასრულდა! ჩემპიონის გამოსავლენად 2 თამაშის განმავლობაში ერთმანეთს “სპორტუნისა” და ფოთის “ირაოს” გუნდები უპირისპირდებოდნენ. 

თბილისი არენაზე გამართულ ორივე შეხვედრაში სპორტუნიმ დამაჯერებელი ანგარიშებით გაიმარჯვა. პირველ შეხვედრაში 9 ქულის უპირატესობით, 89:80 იმარჯვეს ხოლო დღევანდელ ფინალში 10 წულის სხვაობით, 66:76 გაიმარჯვეს.  აქვე აუცილებელი აღინიშნოს რომ ბექა ბექაიას გაწვრთნილი ფოთური კლუბისთვის “ბ” ლიგის აღნიშნული ფინალი პირველი იყო და კალათბურთელებმა ოპონენტისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს. მომავალი სეზონიდან ფოთური კლუბი უკვე “ა” ლიგაში იასპარეზებს! 

ფინალისტი გუნდები შესაბამისი სინჯის მედლებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ონიანმა დააჯილდოვა!