16–წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

16–წლამდელთა ჩემპიონატი. 22 ნოემბერი. აგრარული უნივერსიტეტი
ზაზა 98:60 მართვე
31:11, 20:15, 21:18, 26:16
ზაზა: ბურჯანაძე (26 ქულა, 14 მოხსნა), აბულაძე (16), კრიხელი (15)
მართვე: გულია (16 ქულა, 11 მოხსნა), ღლონტი (15)
 
ვარსკვლავები 87:52 თელავი
24:11, 30:11, 26:6, 7:24
ვარსკვლავები: ქიტიძე (27), გაგნიძე (25), კარანაძე (20ქ, 12მ)
თელავი: ყვარელაშვილი (15), გუნაშვილი (14ქ, 12მ), სპანდერაშვილი (14ქ, 9 მ)
 
აკადემია 100:72 ვერე
22:15, 29:13, 28:27, 21:17
აკადემია: ხეთაგური (26), ცხაკაია (16), გოგბაიძე (15)
ვერე: ჯინჯიხაძე (27), სანიკიძე (17ქ, 10მ)
 
დინამო 73:102 იმედი
17:19 17:20 21:32 18:31
დინამო: ღლონტი (37ქ, 11მ), ჯობავა (22ქ, 11მ)
იმედი: კენჭიაშვილი (34), სალარიძე (32)
 
მარნეული 41:90 ორბი
9:20, 11:21, 10:28 11:21

მარნეული: ჯაჯანიძე (17), ბერიძე (10ქ, 13მ)
ორბი: ანანიაშვილი (16), ბოლქვაძე (12), სამნიაშვილი (11ქ, 12მ)
 
 
 
გასულ კვირას დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდელთა შორის. შეჯიბრში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილები.
A ჯგუფი: რუსთავი, თელავი, მარნეული, აკადემია, ვერე, ორბი, ვარსკვლავები.
B ჯგუფი: ქუთაისი, ბათუმი, იმედი, მართვე, ზაზა, დინამო, აკადემია 2.
გათამაშების ფორმატის მიხედვით ჯგუფებში გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და მომდევნო ეტაპზე, ანუ პლეი ოფში 4–4 საუკეთესო გუნდი გავა. მეოთხედფინალები ერთ მოგებამდე იქნება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი –ორამდე.
კვირას აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში ტურნირის პირველი მატჩები გაიმართა. სულ ხუთმა წყვილმა ითამაშა, თუმცა ვერც ერთ შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა ვერ ვიხილეთ. საბოლოო ანგარიშებიდანაც ჩანს, რომ გამარჯვებას გუნდებმა იოლად მიაღწიეს.
 
 

 
 

აკადემია – ვერე
 
 

აკადემიის ახალგაზრდა მწვრთნელი ირაკლი ტომარაძე

მარნეული – ორბი

ზაზა – მართვე