7 დეკემბერს, თბილისი არენამ საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის 3 მატჩს უმასპინძლა. ეს გახლდათ მე-3 ტურის მატჩები, რომელიც გუშინ დაიწყო და ბათუმსა და თბილისში ასევე 3 შეხვედრა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა უმაღლეს, A ლიგაში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან თავმოყრილნი. რეგულარული ჩემპიონატი ძალას ახლა იკრეფს, თუმცა ფავორიტები უკვე გამოიკვეთნენ და საჩემპიონო ამბიციებიც გამოამჟღავნეს.
პირველ ეშელონში 3 გუნდი დგას, რომლებმაც ტურნირის საწყისი 3-3 შეხვედრა მოიგეს ესენი არიან ზაზა ფაჩულიას აკადემია, ვინგსი და აკადემია. ზაზას აკადემიის გუნდმა თბილისი არენაზე თელავს უმასპინძლა და 79:51 დაამარცხა. ეს გახლდათ კახური გუნდის პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში. თელაველებმა წინა ტურებში დინამოს და ბრუკლინს მოუგეს.
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის გუნდმა შედარებით დაძაბულ ბრძოლაში მართვეს სძლია – 84:71. ორბმა ბრუკლინი არ დაინდო (84:35), ხოლო აჭარის ნაკრებმა ბათუმში რუსთავს დაძაბულ ბრძოლაში – 57:52 დაამარცხა.
რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში თითოეულმა გუნდმა 26 შეხვედრა უნდა ჩაატაროს, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
იხილეთ მიმდინარე ჩემპიონატის კალენდარი/შედეგები
გაეცანით მიმდინარე გათამაშების სატურნირო ვითარებას