აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპიონატი. ამ ეტაპზე “ა” ლიგის თამაშებზე შევჩერდებით, რომელშიც თავმოყრილია ქვეყნის საუკეთესო გუნდები. რეგიონების გარდა, რომელთაც “ა” ლიგაში ადგილი კვოტირებით ჰქონდათ, თბილისის გუნდებმა უძლიერესთა შორის ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად მოიპოვეს.
14 გუნდი გაყოფილია 2 ჯგუფში და რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 2 წრედ ითამაშებენ. პირველი წრე ყველა გუნდმა გადალახა და 1 ივნისიდან მეორე წრის თამაშები დაიწყო. თბილისი არენაზე, სადაც ევრობასკეტი ჩატარდა, ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ზაზას აკადემია და რუსთავი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ქვემოქართლელებს დარჩათ – 92:90 (სტატისტიკა).
რუსთაველებს დათა ვაშაკიძემ ულიდერა, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა გიორგი გოგოლაძეს – 22 ქულა, 20 მოხსნა, 4 დაფარება.19 ქულა და 9 მოხსნა მათე რეხვიაშვილმა მოაგროვა, ხოლო ლუკა ტაბაღუას ანგარიშზე 9 ქუა და 12 პასი დაგროვდა. ზაზაში 23-23 ქულით შიო შიოშვილი და თემურ ფატარიძე გამოირჩნენ. საუკეთესო კი ლუკა ღორაშვილი იყო 15 ქულით და 19 მოხსნით.
ამავე (A) ჯგუფის მოწინავე გუნდების მეორე მატჩში ჰიუნდაიმ ბრუკლინს სძლია – 85:72 (სტატისტიკა). გამარჯვებულთაგან გიორგი ჭირაქაძე გამოირჩა – 29 ქულა, 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა. 17 ქულა მოაგროვა პეტრე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ.
ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია აკადემია. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ ტურში ოვერტაიმი 77:65 (სტატისტიკა) დაამარცხა.
დანარჩენი მატჩების შედეგებს გაეცანით ჩვი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში