16-წლამდელთა მორიგი ტური

16-წლამდელთა მორიგი ტური

ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზმა 16-წლამდელთა მორიგი
ტურის მატჩებს უმასპინძლა. დღის პირველ მატჩში ,,ლომები” ,,ნიკეას”  დაუპირისპირდნენ,  თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და შეხვედრა
41:56 დათმეს. 

,,ნიკეამ ”თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რაც მატჩის ბოლომდე
შეინარჩუნა და შეხვედრა მოგებით დაასრულა. ,,ლომების” რიგებში ყველაზე  შედეგიანი 
საბა  გველესიანი იყო, რომელმაც 12 ქულა,
22 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.  ,,ნიკეას”
შემადგენლობაში 23 ქულით ზურაბ გეგეჭკორი გამოირჩა, ხოლო თორნიკე გაგუა  20 ქულითა და 10 ჩაჭრით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

შსს აკადემიამ  საკუთარ მოედანზე ,,რუსთავი 2-”ს  უმასპინძლა და მეტოქე  10 ქულის სხვაობით – 75:65 დაამარცხა. მოგებულებს
ორმაგი დუბლით, 29 ქულით, 18 მოხსნითა და 
4  პასთ  ვილი ისიანმა ულიდერა, ხოლო  რუსთაველებს 24 ქულა გიგი გოგობერიშვილმა შესძინა.
ორმაგი დუბლი  კი ირაკლი წიქარიშვილის ანგარიშზეა
– 10 ქულა, 19 მოხსნა, 5 პასი.

 ძალიან დაძაბული
და საინტერესო გამოდგა ,,სოხუმისა” და ,,კარდინალი ორბი 1-”ის  დაპირისპირება. შეხვედრა გუნდების გარდამავალი უპირატესობით  წარიმართა და დიდი  ბრძოლაც გაიმართა, თუმცა სოხუმელებმა ბოლო დასკვნით
მეოთხედში გატეხეს მეტოქე და 11 ქულის სხვაობით  – 51:40 იმარჯვეს. სოხუმელთა რიგებში საუკეთესო სოსო
მაჭავარიანი იყო, რომელმაც 20 ქულითა და 27 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ხოლო ,,კარდინალის”
მხრიდან 8-8  ქულა გიორგი გუგეშაშვილისა და
ვასო მჭედლიშვილის ანგარიშზეა.

 ,,აკადემიამ’
საკუთარ მოედანზე ,,ქუთაისს” უმაპინძლა და მეტოქეს 65:52 სძლია. აკადემიელებს 17 ქულით
ლევან მასხულიამ ულიდერა, ხოლო ქუთაისელთა რიგებში 15 ქულით დიომიდე ინანეიშვილი იყო, ორმაგი
დუბლი კი დავით  მაჭარაძემ შეასრულა-   14 ქულა,
 19 მოხსნა.

დღის ბოლოს თსსუ-მ დამაჯერებლად 59:38 დაამარცხა კარდინალი
2-ს გუნდი და ამ სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება გაიფორმა. მოგებულებს გიგი ტუღუშმა
ულიდერა, რომელმა 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,კარდინალი
2”-ის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად 
სამმა მოთამაშემ მიითვალა: ნიკა ლომიძემ (17ქ. 12მ), ლუკა ზაქრაძემ (13ქ,
11მ. 9.ჩ) და გიორგი ბერძენიშვილმა (12.ქ 11მ).

 ტურის დასკვნით
მატჩში კი ,,ავერსი 1-”მა დიდი ანგარიშით სძლია დებიუტანტ კაკტუსს -102:34.  გამარჯვებულთა რიგებში  ორმაგი დუბლით, 21 ქულითა და  12 მოხსნით საუკეთესო ნოდარ სანაია იყო, ხოლო კაკტუსის
მხრიდან  ხვიჩა ხოსიტაშვილი გამოირჩა, რომელმაც
21 ქულითა და  27 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

 აქვე შეგახსენებთ,
რომ 16-წლამდელთა  სამი მატჩი ჩატარდა ფოთსა
და რუსთავში.   ფოთში გამართულ შეხვედრაში  ადგილობრივმა ,,ირაო-ფოთმა” ,,ავერსი-მართვე 2”-ს
უმაპინძლა და მეტოქეს  დამაჯერებლად, 70:54
მოუგო. ფოთის გუნდს 20 ქულით სოსო ჯღარკავამ ულიდერა, ხოლო 10 ქულითა და ამდენივე ჩაჭრით
ორმაგი დუბლი  გიორგი გარუჩავას ანგარიშზეა.  ავერსელთა მხრიდან 15 ქულა რატი მარგალიტაძემ მიითვალა,
ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი რეხვიაშვილმა  შეასრულა
– 13ქულა და 16 მოხსნა.

,,რუსთავი1”-მა  საკუთარ მოედანზე სოლიდური ანგარიშით დაამარცხა
,,ზაზა”. ქვემოქართლელთა რიგებში 16 ქულით დათო ბარამიძე გამოირჩა, რომელმაც 9 მოხსნაც
მიითვალა  და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლა,
ხოლო ,,ზაზას” შემადგენლობაში 18 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძემ
შეასრულა.