16-წლამდელთა ნაკრები ბელარუსში 2 საკონტროლო მატჩს გამართავს

16-წლამდელთა ნაკრები ბელარუსში 2 საკონტროლო მატჩს გამართავს

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები. გია კაზანჯიანის გუნდი დღეს გამთენიისას ბელარუსში გაემგზავრა, სადაც 27 და 28 ივნისს ორ საკონტროლო მატჩს გამართავს ბელარუს 16-წლამდელებთან. ქართველები ბელარუსიდან 29 ივლისს დაბრუნდებიან და 1 ივლისს უკვე სლოვაკეთისკენ აიღებენ გეზს, სადაც სამ საკონტროლო მატჩსგამართავენ.
რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, წლეულს B დივიზიონის მატჩებს რუმინეთის ქალაქი ბრაშოვი უმასპინძლებს.  საქართველო, ტურნირის მასპინძელი რუმინეთის, ჩერნოგორიის, ბოსნიისა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად, C ჯგუფში იასპარეზებს. ჯგუფში I-II ადგილზე გასული გუნდები ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. B დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდი ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.
 

 
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1. ლუკა ზაქრაძე (თსუ)
2. ლევან გოგოლაძე (“ორბი-კარდინალი”)
3. იურა ხალათიანი (“ზაზა”)
4. დათო ლომიძე (“ავერსი”)
5. ლევან მასხულია (“აკადემია”)
6. ნუგზარ ტაბაღუა (“რუსთავი”)
7. სოსო მაჭავარიანი (“სოხუმი”)
8. თემურ პეტრიაშვილი (“აკადემია”)
9. ვახტანგ ქვარაია (“ავერსი”)
10. მაიზერ რევაზაშვილი (“მაკაბი)
11. გიორგი გუგეშაშვილი (“ორბი-კარდინალი”)
12. დათო მაჭარაძე (“ქუთაისი”)
13. დიმიტრი ბობილევი (“ორბი-კარდინალი”)
14. ვილი ისიანი (“შსს აკადემია”)
მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანიასისტენტები: ირაკლი ტომარაძე, დიმიტრი ჟაკობოვი