16–წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობა. გია კაზანჯიანის გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და პირველობისთვის ბრძოლას ჩამოსშორდა, რის შემდეგაც 9–16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. ახალ ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ჰოლანდია, შვეიცარია და რუმინეთი არიან. რუმინეთთან პირველ ეტაპზე ნათამაშევი მატჩის შედეგი ქართველებს საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაჰყვათ, შესაბამისად კაზანჯიანის გუნდმა 2 მატჩი უნდა ჩაატაროს, საიდანაც 1 შეხვედრა დღეს ჰოლანდიასთან 53:76 წააგო.
 
მატჩი ჰოლანდიელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი სოლიდური გამარჯვებით დასრულდა. ბენილუქსელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს, მათ პრობლემა არც ფარქვეშ შექმნიათ და შორი სროლებიც წაუვიდათ. მთლიანობაში ჰოლანდიელებმა 3–ქულიანი დისტანციიდან 10–ჯერ იხეირეს, ქართველებმა კი მხოლოდ 5 ჩააგდეს.
 
მომდევნო მატჩს ქართველები ხვალ შვეიცარიასთან ჩაატარებენ.
 
 
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. IX-XVI ადგილებისთვის. რუმინეთი. ბუქარესტი. 25 ივლისი
საქართველო 53:76 ჰოლანდია
10:16, 14:20, 12:22, 17:18
სრული სტატისტიკა:
http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_8932-H-1-1.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2012.roundID_8815.teamID_.html
 
1.         ჰოლანდია                2          1/1       131/119           3
2.         საქართველო            2          1/1       108/127           3
3.         შვეიცარია                 1          1/0       66/55               2
4.         რუმინეთი                1          0/1       51/55               1