16-წლამდელთა ნაკრები სომეხ თანატოლებს ორჯერ გაეჯიბრება

16-წლამდელთა ნაკრები სომეხ თანატოლებს ორჯერ გაეჯიბრება

21 და 22 დეკემბერს საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს სომეხ თანატოლებთან. შეხვედრები ვაკეში მდებარე „საკალათბურთო აკადემიის“ დარბაზში გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პირველი სპარინგ–მატჩი 21 დეკემბერს 21 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა 17 საათზე დაიწება.
 
საქართველოს კადეტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია კაზანჯიანის განცხადებით, ამ შეხვედრებში ნაკრების კანდიდატები გამოიცდებიან. თავის გამოჩენის შანსი ყველა კალათბურთელს მიეცემა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულად ასპარეზობენ.