16–წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ

16–წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. B დივიზიონის მატჩებს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. ქართველმა 16-წლამდელელებმა 7 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, საიდანც 5 მოიგეს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში მონტენეგროს, ესტონეთის, ბოსნიისა და მასპინძელ რუმინეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენი ნაკრების კალენდარი ასეთია:
(მითითებულია თბილისის დრო)
19 ივლისი, საქართველო – რუმინეთი      19:00
20 ივლისი, საქართველო – ბოსნია            21:15
21 ივლისი, საქართველო – ესტონეთი      16:45
23 ივლისი, საქართველო – მონტენეგრო   14:30
ჯგუფიდან საუკეთესო 2 გუნდი გავა, ხოლო ვერგასულები 9–21 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ A დივიზიონის საგზურს აქამდელი 2–ის ნაცვლად, B დივიზიონის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
რუმინეთში გამგზავრებამდე, 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ივარჯიშა. წვრთნის დასკვნით ნაწილს ჟურნალისტებიც დაესწრნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ნაკრების ეს შემადგენლობა ოპტიმალურია. საქართველოში ამ ასაკში ვინც კი საუკეთესოა, ყველა გუნდშია. ნაკრებმა სრულფასოვანი შეკრება გაიარა ბელარუსში, სლოვაკეთსა და თბილისში. მთლიანობაში 7 საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ და ამ შეხვედრებში ნაკრების წევრები კარგად შეთამაშდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს, ჩვენს ჯგუფში საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. ჩვენთან არის მასპინძელი რუმინეთი, ასევე ყოფილი იუგოსლავიის 2 წარმომადგენელი – ბოსნია და მონტენეგრო. შედეგი წინასწარ დასახული არ გვაქვს. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგებაა და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“.

ირაკლი ტომარაძე და გია კაზანჯიანი

მოთამაშე

ამპლუა

სიმაღლე

კლუბი
ლუკა ზაქრაძე

გამთამაშებელი

     187

თსსუ
ნიკა ცინცაძე

გამთამაშებელი

     189

აკადემია
თემურ პეტრიაშვილი

გამთამაშებელი

     180

აკადემია
გიგი გოგობერიშვილი

მსროლელი

     187

რუსთავი
ლევან გოგალაძე

მსროლელი

     191

ორბი-კარდინალი
დავით ლომიძე

მსროლელი

     187

ავერსი
ლევან მასხულია

ფორვარდი

     195

აკადემია
სოსო მაჭავარიანი

ფორვარდი

     196

ჰიუნდაი
დიმიტრი ბობილევი

ფორვარდი

     197

ორბი-კარდინალი
გიორგი გუგეშაშვილი

ფორვარდი

     197

ორბი–კარდინალი
ვილი ისიანი

ფორვარდი

     195

შსს
მაიზერ რევაზაშვილი

ცენტრი

     202

მაკაბი
გია კაზანჯიანი

მთ. მწვრთნელი

 

 
ირაკლი ტომარაძე

ასისტენტი

 

 
დიმიტრი ჟაკობოვი

ასისტენტი

 

 
გელა წულაძე

გუნდის უფროსი

 

 
ვლადიმერ მგელაძე

ექიმი