16-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიასთან ვერაფერი გააწყო

16-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიასთან ვერაფერი გააწყო

ოწარმატებული სტარტის შემდეგ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი დიდი სხვაობით წააგო. B დივიზიონში მოასპარეზე ქართველებმა ჯგუფის მეორე ტურში ბოსნიელებთან ვერაფერი გააწყვეს. ბალკანელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მას შემდეგ ქართველები ახლოსაც არ მიუკარებიათ. საბოლოოდ ბოსნიამ 82:52 გაიმარჯვა.
არადა, ბოსნიამ გუშინ, პირველ ტურში, ესტონეთთან წააგო – 82:83. აქედან გამომდინარე, ქართველებს წინ კიდევ უფრო რთული მეტოქე ელით და თუკი მეტო მობილიზებით არ ითამაშებენ, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ბარემ ვთქვათ, რომ ჩვენს ჯგუფში დღეს 1 მატჩი ჩატარდა, რომელშიც მონტენეგრომ რუმინეთი 66:53 დაამარცხა.

ბოსნიასთან საქართველომ უშანსოდ წააგო. პირველი მეოთხედი 7 ქულით დათმო, ხოლო მეორეს შემდეგ უკვე 26-ით აგებდა – 24:50. ქართველებმა ტრადიციულად წააგეს ფარი (35/63) და სროლათა სიზუსტეც მეტოქეზე გაცილებით უარესი ჰქონდათ (24.2/41.7).
ქართველთაგან ათქულიანი ზღვარი მხოლოდ ვილი ისიანმა გადალახა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. ქართველთაგან 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა, ყველაზე მეტ ხანს კი (25 წუთი) მოედანზე ლევან გოგალაძემ დაჰყო.
საქართველო ხვალ, 21 ივლისს, ესტონეთს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 16:45 დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. პირველი ჯგუფური ეტაპი. რუმინეთი. ბუქარესტი. 20 ივლისი
საქართველო 52:82 ბოსნია
13:20, 11:30, 14:16, 14:16
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=14739
 
 

1.

ბოსნია

2

1/1

3
2.

საქართველო

2

1/1

3
3.

ესტონეთი

1

1/0

2
4.

მონტენეგრო

1

1/0

2
5.

რუმინეთი

2

0/2

2