16 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მე-11 ადგილისთვის მატჩი დიდი სხვაობით დათმო. ჩვენების მეტოქე ფინეთის ნაკრები იყო, რომელმაც საბოლოოდ ანგარიშით 89:48 იმარჯვა.
ქართველებმა ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარეს, ვერც ერთმა ქართველმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია. ყველაზე მეტი – 9 ქულა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. XI ადგილiსთვის. რუმინეთი. ბუქარესტი. 29 ივლისი
საქართველო 48:89 ფინეთი
8:26, 14:17, 13:22,
სრული სტატისტიკა:
http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_8942-77-A-1.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2012.roundID_8815.teamID_.html