16-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთში პირველი მატჩი წააგო

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა, რომელმაც ტალინში ესტონელ თანატოლებთან 2 სპარინგ–მატჩი გამათა (1 მოიგო, 1 წააგო), ფინეთშ გადაინაცვლა და იქაურ 16–წლამდელებთან დიდი სხვაობით წააგო – 55:91.
 
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ფინელთა 13–ქულიანი უპირატესობით – 23:10 დასრულდა. მეორე ათწუთეული ქართველებმა იმედისმომცემად ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის გია კაზანჯიანის გუნდი 14 ქულით ჩამორჩებოდა. თუმცა მესამე პერიოდში ქართველებმა მხოლოდ 9 ქულა ჩააგდეს და მასპინძლებმაც ისარგებლეს, უპირატესობა 30 ქულამდე გაზარდეს და მატჩიც გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს.
 
მომდევნო მატჩი საქართველოსა და ფინეთის 16–წლამდელთა ნაკრებებს შორის ხვალ, 14 მაისს გაიმართება.
 
ფინეთი 91:55 საქართველო
23:10 24:23 27: 9 17:13
ფინეთი: ოდაბასი 27, სულეიმანოვიჩი 15, მიკონენი 13
საქართველო: დარახველიძე 16, აბულაძე 11, გამრეკლიძე 10