16 წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიას 35 ქულა დაუთმო

16 წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიას 35 ქულა დაუთმო

სლოვენია – საქართველო 89:56
(14:6, 23:20, 33:12, 19:18)
საქართველო: ამირხანაშვილი (9 ქ. 6 მ.), ლილუაშვილი (10 ქ.), ჯაყელი (2 ქ.), კობალავა (2 ქ.), აბულაძე (8 ქ.), დარახველიძე (22 ქ. 7 მ.), პულუზაშვილი, ღურწკაია (1 ქ.), ჭიხვარია, ლომთაძე (2 ქ.).
 
ქართველი 16–წლამდელების წარუმატებლობა თურქულ წარმომადგენლობით ტურნირზე გრძელდება. გია კაზანჯიანის დამოძღვრილმა კადეტებმა გაზიანთეფში მიმდინარე „ტურკ ტელეკომის“ საერთაშორისო ტურნირზე ამჯერად სლოვენიასთან წააგეს – 56:89.
 
რაკი ტანმაღალი მოთამაშეების დეფიციტს განიცდიან და ფარქვეშ წარმატებულად ვერ შედიოდნენ, ქართველები შორიდან ცდილობდნენ სლოვენიელთა კალათის დალაშქვრას, მაგრამ 14 ცდიდან მხოლოდ 1 ჩააგდეს და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც ქულითაც ამიტომ დამარცხდნენ. ისე კი, იმის ფონზე, რაც აქამდე საფრანგეთთან და ჩინეთთან წააგო, სლოვენიასთან 35–ქულიანი მარცხი ჩვენი 16–წლამდელებისთვის სავალალო არ არის.
 

 
ქართველთაგან წინა მატჩებშიც აქტიური ბექა დარახველიძე გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა. 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. ათქულიან ზღვარს ზეზვა ლილუაშვილმაც უწია. მომდევნო მატჩს კაზანჯიანის შეგირდები 9 თებერვალს ბულგარეთთან გამართავენ და ამით ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ. თუკი ქართველები ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებენ, 9–12 ადგილებისთვის იბრძოლებენ. მეორე ჯგუფში ბოლო ადგილზე რუმინეთია, ჩვენების მეტოქე კი, სავარაუდოდ, უკრაინა ან პუერტო რიკო იქნება – გააჩნია, მათ შორის საბოლოოდ რომელი დაიკავებს მე–5 ადგილს.