16–წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში ირანს ვერ აჯობა

16–წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში ირანს ვერ აჯობა

საქართველო – ირანი 50:62
(8:18, 29:8, 0:19, 13:17)საქართველო: ბოლქვაძე (18 ქ. 8 მ.), ამირხანაშვილი (2 ქ.), ლილუაშვილი (11 ქ. 6 მ.), ჯაყელი, კობალავა, აბულაძე (12 ქ.), დარახველიძე (7 ქ. 15 მ.), პულუზაშვილი, ჭიხვარია, ლომთაძე.     
 
ქართველმა 16–წლამდელებმა თურქულ საერთაშორისო ტურნირზე რაც იმყოფებიან, ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენეს. გია კაზანჯიანის დამოძღვრილი ქართველები აზიის წარმომადგენელ ირანს შეხვდნენ და პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულითაც იგებდნენ, მაგრამ მესამე მეოთხედში საშინელი რამ შეემთხვათ, რაც შეხვედრის წაგების მიზეზი გახდა. საქართველოს ნაკრებმა მესამე ათწუთეულში ირანელთა კალათში ბურთი ვერ ჩააგდო, მეოთხედი 0:19 წააგო და საბოლოოდ 12 წულით დამარცხდა.
 
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სანდრო ბოლქვაძე გახდა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბექა დარახველიძე კი 15 მოხსნილი ბურთით გამოირჩა. ქართველი კალათბურთელები B ჯგუფში სამი მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფებიან. კაზანჯიანის გუნდი 8 თებერვალს სლოვენიას, ხოლო 9-ში ბულგარეთს შეხვდება და ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. შემდეგ კი ქართველებს კიდევ 2 მატჩი ელით მეორე ჯგუფში პარარელულ ადგილებზე გასულ გუნდებთან.
 

სანდრო ბოლქვაძე