16-წლამდელთა პლეიოფი დაიწყო

16-წლამდელთა პლეიოფი დაიწყო

დაიწყო 16-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი. პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ,,ქუთაისი” მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის მეოთხედში რუსთავმა უპირატესობა მოიპოვა(21:10), ქუთაისმა დიდი შესვენებისთვის ანგარიშის გათანაბრება მოახერხა(29:29). მეორე ტაიმიდან თამაშზე კონტროლს სტუმრები დაეუფლნენ და ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს. საბოლოოდ 53:46 იმარჯვეს და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. 

გამარჯვებულებს 21 ქულით, 13მოხსნით, 4-4 პასი-ჩაჭრით ვიტალი ცქიფურიშვილმა ულიდერა, რატი ნუცუბიძემ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10ქულა, 10მოხსნა.  ,,რუსთავის” რიგებში საუკეთესო 17ქულითა და 11მოხსნით თორნიკე ალავერდაშვილი იყო, 13ქულასთან ერთად 6შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა მიითვალა გიგი გოგობერიშვილმა , ხოლო კონსტანტინე ბიწაძემ 11 ქულას და 8მოხსნას 7 დაფარებაც მიამატა. 

რუსთავი – ქუთაისი  46:53