16-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის 5 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

16-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის 5 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება თბილისისა და საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ. ტურნირის მიზანია იმ 8 გუნდის გამოვლენა, რომელიც მიმდინარე სეზონის საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში იასპარეზებს. დანარჩენი გუნდები კი თბილისის პირველობაზე გადაინაცვლებენ, რომელიც 2019 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს.

13 დეკემბერს ოლიმპიურ სასახლეში 5 მატჩი გაიმართა, რომლის შედეგებს, სტატისტიკას, ფოტოებს და მთლიან სატურნირო მდგომარეობასაც წარმოგიდგენთ.

გოა – ზაზა 
სტატისტიკა: 62:123

აკადემია 2 – იბერი
სტატისტიკა: 79:51

ოვერტაიმი – აკადემია
სტატისტიკა: 69:75

აკადემია 3 – ოვერტაიმი 3
სტატისტიკა: 46:27

ჰიუნდაი – ზაზა 2
სტატისტიკა: 53:48