17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობა დაასრულა

17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობა დაასრულა

17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დაასრულა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ ვოირონში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელშიც 12 ქვეყნის ნაკრები ევროპის თასის ფინალური ეტაპის 4 საგზურისთვის იბრძოდა. 

A ჯგუფი: უკრაინა, ესპანეთი, ისრაელი.
B ჯგუფი: პოლონეთი, საქართველო, ირლანდია
C ჯგუფი: საფრანგეთი, თურქეთი, ჩეხეთი
D შვეიცარია, პორტუგალია, ავსტრია

ჯგუფიდან 2-2 ნაკრები გადიოდა და საქართველომ პირველი შეხვედრა ირლანდიასთან 11:18 დათმო. მეორე მეტოქე პოლონეთი გახლდათ, რომლის დამარცხებითაც ქართველები ჯგუფიდან გადიოდნენ, თუმცა დრამატულ ბრძოლაში 20:21 წააგეს. ქართველები მსაჯმა გასწირა, რომელმაც გაუგებარი ტექნიკური ჯარიმა მისცა ქართველ მოთამაშეს იმისთვის, რომ მან თამაშის დროს ჩვენი სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა. პოლონელებმა ტექნიკური ჯარიმა ჩააგდეს, 21-ამდე ავიდნენ და გამარჯვება გაიფორმეს.