17 წლის თორნიკე შენგელიას ვალენსიური დებიუტი

ჩვენი ეროვნული ნაკრების 17 წლის ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანურ “ვალენსიაში” პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ის აქამდე ვალენსიელთა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, წუხელ კი “პამესას” ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა – ევროთასზე ბოლონიის “ფორტიტუდოს” წინააღმდეგ 8 წუთი ითამაშა და როგორც ესპანური გაზეთები იუწყებიან, ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ დებიუტანტი იყო – 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 4 ქულას 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიამატა.თორნიკეს “პამესამ” “ფორტიტუდოს” ბოლო წუთებზე 80:74 მოუგო და ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა (6 მატჩი, 6 მოგება). გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ვალენსიელთა ლიდერმა შემონდ უილიამსმა (11 ქულა, 4 პასი), რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და 3 წლის უკან საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე “ვალენსიას” მეტოქენი იქნებიან  უკრაინის “აზოვმაში”, სერბეთის “ცრვენა ზვეზდა” და ასევე სერბული “ჰემოფარმი”.

“ვალენსიას” 2 “ქართველი”: შემონდ უილიამსი და თორნიკე შენგელია