18 წლამდე გოგონათა C დივიზიონის ფინალს მაკა კუპატაძე მოემსახურება

18 წლამდე გოგონათა C დივიზიონის ფინალს მაკა კუპატაძე მოემსახურება

დღეს, ანდორაში 18 წლამდე გოგონათა ევროპის C დივიზიონის ფინალი და მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ ნახევარფინალში დამარცხდა, თუმცა ფინალი ქართველის გარეშე არ ჩაივლის. სატიტულო მატჩს, რომელშიც მალტა სომხეთს შეხვდება, მაკა კუპატაძე მოემსახურება. ქართველი არბიტრი ტურნირის ორგანიზატორებმა მის კოლეგებში გამოარჩიეს და ფინალური მატჩის მომსახურების პატივი არგუნეს.

მალტისა და სომხეთის ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი 14:15 საათზე მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველო ანდორას დაუპირისპირდება.