18 წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკებთან ბოლო წამებზე დამარცხდა

18 წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკებთან ბოლო წამებზე დამარცხდა

მარცხით დაასრულა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული მეორე წრის ბოლო, მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში ქართველები სლოვაკურ “ნოვი ვესს” დაუპირისპირდნენ და ბოლო წუთამდე იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სლავებმა იძალეს და 56:53 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) გაიმარჯვეს.

ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ლიგაში პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო. ჩვენი ნაკრები ბოლო პერიოდი წინ 7 ქულით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრებში 21 ქულით ელენე ილურიძე გამოირჩა, ხოლო ანა ქავთარაძის ანგარიშზე 17 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბოლო – მესამე წრე 15-18 თებერვალს პოლონეთის ქალაქ გდინიაში გაიმართება.