18–წლამდელები: ნაკრები ფინალში გავიდა და “აკადემიას” შეხვდება

ქუთაისი – ნაკრები    78:81
16–წლამდელთა ნაკრები 18–წლამდელთა ჩემპიონატში გამოდის და ნაკრების მწვრთნელი გია კაზანჯიანია. კაზანჯიანს ამავე ჩემპიონატში ჰყავს გუნდი „აკადემია“. ორივე მისი გუნდი – „აკადემია და ნაკრები ფინალში გავიდნენ.
დღეს 16–წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში ადგილობრივ გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 81:78 მოუგო და ფინალში გავიდა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო, თუმც ისიც უნდა ითქვას, რომ წინ სულ ნაკრები იყო. ქუთაისელები მხოლოდ ერთხელ დაწინაურდნენ 2 ქულით, თუმც ლიდერობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 3 ქულით – 78:81 დამარცხდნენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისელებმა ვერგამოყენებული საჯარიმოების გამო წააგეს. მასპინძლებმა 38 ცდიდან 17 საჯარიმო ჩააგდეს, ხოლო ნაკრების წევრებმა 26 საჯარომოდან 19 მოათავსეს ქუთაისელთა კალათში.
მაშ ასე, 16–წლამდელთა ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც კარგა ხანია, გასულია „აკადემია“. გავიმეორებთ, რომ ორივე ფინალისტი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანია.