18–წლამდელთა ჩემპიონატი. თბილისის სპორტის სასახლე. 5 თებერვალი
თბილისი 43:77 ორბი
17:18 12:16 6:23 8:20
თბილისი: მაჭავარიანი (4), თ. კერვალიშვილი, ლ. კერვალიშვილი, გონაძე (8), ბადრიძე (5), ხუციშვილი (1), ფერაძე, ბიჭაშვილი (11), ბრაგვაძე (14), ნატროშვილი, ბედენაშვილი
ორბი: თ. მეგრელაძე (2), დიდებულიძე (15), ჯავახიშვილი, ლოლიშვილი (10ქ, 14მ), გივიაშვილი (5), ანანიაშვილი (8), მ. მეგრელაძე (6), ჟორჟოლიანი (8), მაჭარაძე (2), ყურაშიძე (2), ზაქარაძე (19ქ, 12მ)
მსაჯები: გურამ მიქელაძე, ი. ბერიშვილი
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
5 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მორიგი ტური რომ დამთავრდა, მერე 18–წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრა გაიმართა: „თბილისი“ „ორბის“ წინააღმდეგ.
ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ მაყურებელმა 2 სრულიად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი ნახევარი თანაბარი იყო, მეორე კი ერთ–ერთი გუნდის, „ორბის“ დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მისი გამარჯვებითაც – 77:43 დასრულდა.
პირველ ტაიმში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მოედანზე 2 თანაბარი გუნდი იბრძოდა. პირველი მეოთხედი „ორბმა“ 18:17 მოიგო, ხოლო მეორეში ოდნავ გაზარდა უპირატესობა და დიდ შესვენებაზე 34:29 ლიდერობით გავიდა. აი, მეორე ტაიმიდან კი ვასილ ბერეკაშვილის გაწვრთნილმა „ორბის“ კალათბურთელებმა სრული კონტროლი დააწესეს მატჩზე და საბოლოოდ მეტოქე დიდი სხვაობითაც დაამარცხეს.
გამარჯვებულთაგან თემურ ზაქარაძე გამოირჩა. ეს ბიჭი 15 წლისაა და 16–წლამდელთა ჩემპიონატშიც თამაშობს, სადაც გამოკვეთილი ლიდერია, თუმცა, როგორც ჩანს, 18–წლამდელებშიც საკმაოდ დიდი ძალა გააჩნია. სულ რაღაც 14 წუთი იმყოფებოდა თემურ ზაქარაძე მოედანზე და ამ ხნის მანძილზე მან 19 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლი მიითვალა მისმა თანაგუნდელმა ლევან ლოლიშვილმა – 10 ქულა, 14 მოხსნა. წაგებულთაგან კი 10–ქულიანი ზღვარი ორმა კალათბურთელმა გადალახა: ვაკა ბიჭიაშვილმა 11, ხოლო გიორგი ბრაგვაძემ 14 ქულა მოაგროვა.