18–წლამდელები: საქართველო – ბელგია 53:65

18–წლამდელები: საქართველო – ბელგია 53:65

53:65 – ამ ანგარიშით დამარცხდა საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ბოსნიაში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩში. ამ წაგებით მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. სამი შეხვედრიდან სამივე მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები საუკეთესო 2 გუნდში ვეღარ მოხვდება.

მატჩის პირველი მეოთხედი ბელგიამ 17:10 მოიგო და სხვაობაც მთელი თამაშიც 7 ქულის ფარგლებში მერყეობდა. საქართველო მეტოქეს ბევრით არ ჩამორჩებოდა, ნიადაგ კუდზე ეჯდა, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს ვერ დგამდა. მატჩის ბოლომდე მდევრის როლში იყო საქართველო და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.

21 ქულითა და 17 მოხსნით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ბექა ბურჯანაძემ, მაგრამ საერთო საქმეს ეს არ ეყო. 13 ქულა დააგროვა, თუმცა 7 ბურთი დაკარგა ირაკლი მიქელაძემ, გიორგი ცირეკიძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს, პორტუგალიასთან, თბილისის დროით 23 საათზე ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 12 აგვისტო
საქართველო 53:65 ბელგია
10:17, 14:18, 21:15, 8:15
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?game_number=8810-D-8