18-წლამდელებმა ბელარუსს სძლიეს და მე-17 ადგილი დაიკავეს

18-წლამდელებმა ბელარუსს სძლიეს და მე-17 ადგილი დაიკავეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-17 ადგილი დაიკავა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ეს ადგილი ბელარუსთან ბრძოლაში მოიპოვა. მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, რომლის ბოლოსაც ქართველებმა მოახერხეს გამარჯვების მიღწევა – 72:62.
 
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ სამივე მატჩი მოიგო: შვეიცარია, ნორვეგია და ბელარუსი დაამარცხა, რაც მე-17 ადგილის დაკავებას ეყო. ბელარუსთან მატჩის პირველი მეოთხედი ჩვენებმა 3 ქულით მოიგეს, მეორე ათწუთეულშიც ამავე სხვაობით იმარჯვეს. მეორე ტაიმში ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ 10 ქულით იმარჯვა.
 
ქართველებს ბექა ბურჯანაძემ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. შედეგიანად გაისარჯა ნიკა რამიშვილი, რომელმაც 16 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ბურთის დაუკარგავად მოაგროვა. შეხვედრა 10 ქულით დაასრულა გიორგი ცირეკიძემ.
 
ტურნირი მასპინძელმა ბოსნიამ მოიგო, რომელმაც ფინალში ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა. A დივიზიონის მესამე საგზური ინგლისმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში ფინეთს სძლია,
 
მაშ ასე, 18-წლამდელებმა ევროტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს და დღეს თბილისში გამოემგზავრებიან. დღესვე სარაევოში საქართველოს ეროვნული ნაკრები მიემგზავრება ბოსნიასთან ერვოსაკვალიფიკაციო მატჩის გასამართად.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სარაევო. 19 აგვისტო
ბელარუსი 62:72 საქართველო
13:16, 16:19, 17:16, 16:21
სრული სტატისტიკა:
http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_8913-81-A-1.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2012.roundID_8806.teamID_.html