18-წლამდელებმა ჰოლანდიასთან წაგებით დაიწყეს

18-წლამდელებმა ჰოლანდიასთან წაგებით დაიწყეს

წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც გუშინ, პირველ ტურში ისვენებდა, დღეს ჰოლანდიასთან 50:92 წააგო.
შეხვედრა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო დაძაბული. საწყისი მეოთხედი ჰოლანდიელებმა 19:16 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეულიდან თამაში ააწყვეს და სოლიდურ უპირატესობასაც დაეუფლნენ. 25:7 – ამ ანგარიშით მოიგო ჰოლანდიამ მეორე პერიოდი და დიდი შესვენებისთვის 21 ქულით დაწინაურდა.
ზუსტად 21 ქულით მოიგო მეორე ტაიმიც ჰოლანდიამ, რომლის რიგებშიც  მაიკ შილდერი 21 ქულით გამოირჩა. ჩვენიანთაგან კი საუკეთესო შედეგი ირაკლი მიქელაძემ აჩვენა – 17 ქულა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ბექა ბურჯანაძემ.
ხვალ, 11 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები მასპინძელ ბოსნიას დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ბელგია (79:65), დღეს კი პორტუგალია (78:48) დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 10 აგვისტო
საქართველო 50:92 ჰოლანდია
16:19, 7:25, 14:22, 13:26
სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_8810-D-3-2.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2012.roundID_8806.teamID_.html
1.         ბოსნია                         2          2/0       157/113          4
2.         ჰოლანდია                  2          1/1       171/135          3
3.         პორტუგალია             2          1/1       133/157          3
4.         ბელგია                       1          0/1       65/79               1
5.         საქართველო              1          0/1       50/92               1