18-წლამდელებმა ლუქსემბურგთან ისევ წააგეს

ლუქსემბურგში სეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ისევ მარცხი განიცადა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით უკეთესად ითამაშა, მაგრამ მარცხს მაინც ვერ ასცდა. მასპინძლებმა მონდომებით ჩაატარეს მთელი შეხვედრა და საბოლოოდ 76:66 იმარჯვეს.
ქართველთა ნაკრები ლუქსემბურგიდან უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც მასპინძლებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.