18-წლამდელებმა მარნეულში დაიწყეს და აკადემიაში გააგრძელეს

18-წლამდელებმა მარნეულში დაიწყეს და აკადემიაში გააგრძელეს

18-წლამდელთა  ჩემპიონატის მორიგი ტური მარნეულში დაიწყო, სადაც
ადგილობრივმა მარნეულის ,,ინტერმა”  ,,თელავს”
უმაპინძლა და მეტოქე 62:49 დაამარცხა.

ასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა
, რაც მატჩის ბოლომდე არ დაუკარგავთ და მეტოქესთან დამაჯერებლად იმარჯვეს.  მარნეულის გუნდს 30 ქულით გიორგი მინაძემ ულიდერა,
ხოლო ორმაგი დუბლი ვახტანგ ბერიძის ანგარიშზეა, რომელმაც 20 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.

რაც შეეხებათ თელაველებს, მათ რიგებში ოთარ ამონიშვილი
გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 15 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.

 შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა თსსუ – 108:43. ,,ძალოვნება” ყველა კომონენტში
აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. შსს-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა მოთამაშემ მიითვალა: შოთა გელაზონიას ანგარიშზე 18 ქულა და 13 მოხსნაა, ხოლო ლევან
ლოლიშვილმა 10 ქულა და 11  პასი მოაგროვა.   სამედიცინოს 
მხრიდან კი 16 ქულით გიორგი რაზმაძე გამოირჩა.

ძალიან დაძაბული გამოდგა ,,სოხუმისა” და ,,რუსთავის”
დაპირისპირება, სადაც მასპინელმა ,,სოხუმმა” 1 ქულის სხვაობით სძლია ქვემოქართლელებს
 -71:70. მატჩი გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა და ის ძალიან ემოციური გამოდგა, სადაც საბოლოოდ გამარჯვება სოხუმელებს დარჩათ.
მოგებულთა მხრიდან ორმაგი დუბლი გიგი ძიძიგურმა (24ქ.13მ) და ოთო ბულიავამ (18ქ.17მ)
მიითვალეს,  ხოლო რუსთაველთა შემადგენლობაში
16 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა.

,,აკადემია 2”-მა 
დამაჯერებლად, 63:42 დაამარცხა კარდინალი. გამარჯვეულთა რიგებში 18 ქულით გიორგი
იაკობიძე გამოირჩა, ხოლო ,,კარდინალს” 11 ქულა გურამ კენჭიაშვილმა შესძინა.

 ავერსის გუნდმა
უმაპინძლა ,,ქუთაისს”  თუმცა მეტოქესთან ვერაფერი
გააწყო და 70:87 დათმო შეხვედრა. მასპინძელთა რიგებში 23 ქულით საუკეთესო გიორგი ჭონიაშვილი
გახდა, ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი გურაშვილმა მიითვალა – 14 ქულა და 11 მოხსნა. გამარჯვეულ
,,ქუთაისს” 33 ქულით გიორგი გრძელიძემ ულიდერა, რომელმაც 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა
და ორმაგ დუბლამდე 1 პასიღა დააკლდა, ორმაგი დუბლი შეასრულა უჩა გამრეკლიძემ, რომელმაც
20 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა.

 დღის დასკვნით
მატჩში ,,ჰიუნდაი” ნაკრები-97-ს დაუპირისპირდა და მეტოქე 92:70  დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო სანდრო
ბოლქვაძე იყო, რომელმაც 35 ქულითა და  15 მოხსნით
ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ნაკრები 97-ს 13 ქულა ლუკა ზაქრაძემ შესძინა.