18-წლამდელებმა ვარჯიში დაიწყეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დაიწყო მომზადება ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალური ეტაპისთვის, რომელიც 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე გაიმართება უნგრეთის ქალაქ დებრეცენში.   საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის მიხეილ კობეშავიძისა და ასისტენტის ამროსი ორმოცაძის ხელმძღვანელობით, 26, 27 და 28 ივნისს უკრაინელ თანატოლებთან 3 ტესტ-შეხვედრას გამართავს.  საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ვარჯიშობს:
1. მეტრეველი ნიკა (211 სმ)2. აკაკი დვალიშვილი (203 სმ)3. ტარიელ თავართქილაძე (193 სმ)4. დავით მაისურაძე (204 სმ)5. გიგი ბარბაქაძე (196 სმ)6. ტატო ჩაჩიბაია (200 სმ)7. ბექა ჩიკვილაძე (195 სმ)8. ალეკო ძიძიგური (193 სმ)9. ზურაბ გიორგობიანი (180 სმ)10. გიორგი ჯგერენაია (206 სმ)11. გიორგი კვეტენაძე12. აკაკი ლომოური13. კონსტანტინე ტომარაძე (197 სმ)14. გიორგი ნანიტაშვილი (186 სმ)15. გიორგი შარაბიძე (208 სმ)16. თორნიკე შენგელია (198 სმ)
უკრაინის ნაკრებთან მატჩები 26 და 27 ივნისს თბილისის ,,დინამოს” ბაზაზე 18.00 საათზე, ხოლო 28 ივნისს რუსთავში 17.00 საათზე გაიმართება.