18 წლამდელი გოგონები შვედებთან დამარცხდნენ

18 წლამდელი გოგონები შვედებთან დამარცხდნენ

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ლიგის მეორე წრის მეორე ტურის მატჩი შვედურ “ლულეასთან” წააგო. ქართველებმა პირველი შეხვედრა ბელგიურ “ანტვერპენთან” 20:45 წააგეს, ამჯერად კი შვედებთან შეხვედრა 31:60 დათმეს.

საქართველოს ნაკრებში 10 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ელენე ილურიძემ, 7 ქულა ჰქონდა მარიამ ოქროპირიძეს, ხოლო სამმა კალათბურთელმა – მაია დვალმა, სალომე კალანდაძემ და ნინო გადელიამ 4-4 ქულა დააგროვეს. 2 ქულა გვანცა ბოჭორიშვილის ანგარიშზე გახლდათ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 დეკემბერს შვედურ “ალვიკთან” გამართავს, რის შემდეგაც ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის განაგრძობს, რადგან ნახევარფინალში გამსვლელ ორეულში მოხვედრის შანსი ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გუნდმა უკვე დაკარგეს.